ფილმები რომელთა ყურების შემდეგ ადამიანთა 80%–ს დეპრესია ემართება

ფილმები რომელთა ყურების შემდეგ ადამიანთა 80%–ს დეპრესია ემართება
1) მებრძოლთა კლუბი

უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა “მებრძოლთა კლუბები” ყველა ქალაქში ყალიბდება.



2) ბურუსი

ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ.



3) მემენტო

თავის ტრამვის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.



4) შვიდი

ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია “შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე”. გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.



5) ძირითადი ეჭვმიტანილები

ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.



6) პრესტიჟი

ორი ილუზიონისტის იდუმალი ისტორია, რომელთაც დაძაბული მეტოქეობა ცხოვრების მანძილზე მიყვებათ.პირველობისთვის ხანგრძლივი ბრძოლა კი მანიით, ტყუილით და ეჭვიანობით გაჯერებული, სახიფათო და სასიკვდილო შედეგებს იწვევს.



7) ობოლი

მძიმე წარსულის მქონე დაქორწინებული წყვილი 9 წლის გოგონას იშვილებს, რომ მათი მკვდრად დაბადებული შვილის სიცარიელე შეავსოს, მაგრამ გოგონა ისეთი სულაც არ არის, როგორიც ერთი შეხედვით სჩანს.



8) ხერხი

ადამი და გორდონი გონზე მოვიდნენ, როდესაც მიტოვებულ შენობაში მილებზე იყვნენ მიჯაჭვულები. მათ შორის დასისხლიანებული გვამი ეგდო. არც ერთმა მათგანმა არ იცის როგორ მოხვდა აქ. ან როგორ გავიდეს აქედან. ისინი სერიული მკვლელის მსხვერპლნი არიან. მათ ან უნდა მოკლან ან თვითონ მოკვდნენ – მკვლელს ასეთი მანერა აქვს.скачать dle 12.1
1 355
Loading...