ტრამპი ოსკარის დაბალ რეიტინგს ეხმაურება, ჯიმი კიმელი პასუხობს

ტრამპი ოსკარის დაბალ რეიტინგს ეხმაურება, ჯიმი კიმელი პასუხობს
გუშინ გლობალური მთვლელის Nielsen-ის მონაცემები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ტელეარხ ABC-ზე გასულ დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ 26,5 მილიონმა მაყურებელმა უყურა. ტრამპის მთავრობის მომხრე პრესა ამით საკმაოდ გახარებული, იმაზე მიუთითებდა, რომ ოსკარი “ზედმეტად პოლიტიზირებული” იყო.

რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ ჩამორჩა ტრენდს და საკუთარი აზრი ტვიტერზე დააფიქსირა: “ყველაზე დაბალი რეიტინგი ოსკარის ისტორიაში. პრობლემა ისაა, ჩვენ აღარ გვყავს ვარსკვლავები – თქვენი პრეზიდენტის გარდა (ვხუმრობ, რა თქმა უნდა)!”

ოსკარის წლევანდელმა წამყვანმა, ჯიმი კიმელმა კი ასეთი პასუხი დაუბრუნა: “მადლობა, ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პრეზიდენტო, ისტორიაში”.

ტრამპი ოსკარის დაბალ რეიტინგს ეხმაურება, ჯიმი კიმელი პასუხობსскачать dle 12.1
1 399