ჯიმი კიმელმა ოსკარის ცერემონიაზე ტურისტები მიიყვანა

ჯიმი კიმელმა ოსკარის ცერემონიაზე ტურისტები მიიყვანა
ლოს-ანჯელესში რამდენიმე საათის წინ ოსკარის რიგით 89-ე ცერემონია დასრულდა. წლის საუკეთესო ფილმი Moonlight გახდა, საუკეთესო მსახიობი ქალი კი La La Land-ის ვარსკვლავი ემა სტოუნი, დემიენ შაზელს კი წლის საუკეთესოს რეჟისორის ტიტული ერგო. რაც შეეხება ჯიმი კიმელს, გარდა იმისა, რომ ის დოლბის თეატრში შეკრებილ ვარსკვლავებს ჟელიბონითა და დონატებით გაუმასპინძლდა, არ დაავიწყდა არც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მისი თქმით ყოველწლიურად ლოს-ანჯელეს მხოლოდ იმ იმედით სტუმრობენ, რომ საყვარელ მსახიობებს ცოცხლად ნახავენ, თუმცა მათ ძალიან იშვიათად უმართლებთ. სამაგიეროდ გაუმართლათ იმ ტურისტებს, რომლებიც ჯიმი კიმელმა დოლბის თეატრში მათი საყვარელი ვარსკვლავების გასაცნობად მიიყვანა.



ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ტურისტული ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, უთხრეს, რომ ისინი მუზეუმის დასათვალიერებლად მიჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ დოლბის თეატრში ამოაყოფინეს თავი.скачать dle 12.1
2 034
Loading...