”შენელებული განვითარება” ახალი ეპიზოდით და ვარსკვლავებით შეივსება

”შენელებული განვითარება” ახალი ეპიზოდით და ვარსკვლავებით შეივსება
სერიალ ”შენელებული განვითარების” გაგრძელებს დამატებითი ეპიზოდი, უამრავი მოწვეული ვარსკვლავი და პრემიერის თარიღი აქვს. მეოთხე სეზონი ბოლოც იქნება, მაგრამ გამოსამშვიდობებლი ნაწილი საკმაოდ ხმაურიანი იქნება.
სერიალის გაგრძელება, რომელიც ინტერტნეტ არხმა Netflix-მა დაუკვეთა, წინა სეზონებისაგან განსხვავებული იქნება იმდენად, რამდენადაც ყველა მონაწილე მსახიობის ერთად გადაღება რთული იყო, თითოეულ მათგანზე ცალკეული ეპიზოდი მომზადდა.
თავიდან მეოთხე სეზონში გათვალისწინებული იყო 14 ერია. თუმცა ირკვევა, რომ ერთი ეპიზოდი დაემატა და 15 სერიას ნახავს მაყურებელი. სერიალის პრემიერა შედგება 26 მაისს. აღსანიშნავია, რომ ყველა ეპიზოდი ერთდროულად იქნება ხელმისაწვდომი.
ახალ ეპიზოდებში მოწვეული ვარსკვლავების არმიაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან - სეტ როჰენი, ჯონ სლეტერი, პოლულარუი ტელეწამყვანი კონან ო’ბრაიენი და ლაიზა მინელიც კი.
სერიალი მოგვითხრობს ბლოტების ოჯახში არსებულ რთუ ურთიერთობებზე. ოჯახის ყველა წევრი არანორმალურია. მთავარი გმირი, ერთ-ერთი ვაჟი, ცდილობს ოჯახი ფინანსური პრობლემებიდან ამოიყვანოს.скачать dle 12.1
3 105
Loading...