Vikings – მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის ოფიციალური ტრეილერი!

Vikings – მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის ოფიციალური ტრეილერი!
ComiC-Con-ზე History-მ ვიკინგების მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია რაგნარის დაბრუნების შემდეგ განვითარებული მოვლენები. მეოთხე სეზონი ქრონოლოგიურად მიყვება რაგნარის დაბრუნების ამბავს ოჯახში, სადაც მას უკვე გაზრდილი შვილები ხვდებიან. სეზონის პირველ ნაწილში ვნახეთ, როგორ მარცხდება რაგნარი მეფე როლოს ფრანკულ ჯართან და როგორ ტოვებს ის კატაგეტს. აღმასრულებელმა პროდუსერმა მაიკლ ჰირსტმა სერიალის მომავალზე ისაუბრა: “მე რომ სერიალის ფანი ვყოფილიყავი და არა მწერალი, რაც ნამდვილად მენდომებოდა, ეს არის ახალი შეხვედრის ნახვა მეფე ეკბერტსა და რაგნარს შორის”. მან რაგნარისა და ლაგერტას შერიგების შესაძლებლობასეც ისაუბრა.”არაფერი გამაბედნიერებდა ისე, როგორც რაგნარისა და ლაგერტას ისევ ერთად ყოფნა “, ამბობს პროდუსერი.

скачать dle 12.1
4 826