GOT – მე-6 სეზონის ფინალური ეპიზოდის შოკისმომგვრელი ტრეილერი! (გარჩევა)

GOT – მე-6 სეზონის ფინალური ეპიზოდის შოკისმომგვრელი ტრეილერი! (გარჩევა)
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაუთავებელმა ორთაბრძოლამ არ დაგღალათ, რადგან GOT -ს საქმე არ დაუსრულებია და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს თქვენთვის შემოსათავაზებელი. თუ თქვენს თვალებს დაუჯერეთ, კვირას გასულ ეპიზოდში, რომელიც შეგვიძლია თავისუფლად ვაღიაროთ ხელოვნების ნიმუშად, ჯონ სნოუ და რემსი ბოლტონი საბოლოოდ ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა გაგიკირდებოდათ და ეს საერთოდ არ იყო სეზონის დასასრული. თუ ამ მომენტით არ დასრულდა სეზონი, წარმოიდგინეთ წინ რაოდენ დაძაბული დასასრული გველის. მანამ, სანამ გგონიათ, რომ სნოუ ძველებურ პოზიციას უბრუნდება ჩვნდება ახალი ტრეილერი, რომელიც აუცილებლად აგირევ აზრებს და აგაფორიაქებთ, რადგან ლოდინი 26 ივნისამდე მოგიწევთ. სეზონის ფინალის ჩვენება ხო სწორედ ამ დროს იგეგმება. იხილეთ ტრეილერი.



გარდა ამისა, მაყურებლის ცნობისმოყვარეობას ალბათ საბოლოოდ დააკმაყოფილებს ჩვენთვის საყვარელი გმირების კიდევ ერთხელ გაერთიანება. ტრეილერში ნათლად ვხედავთ, რომ დენი და ტირიონი ერთმანეთს ემუსაიფებიან. ეს უკანასკნელი კი კლარკის გმირს ეუბნება:

,,გეშინია? კარგია. შენ ახლა დიდებული თამაშის მონაწილე ხარ. დიდებული თამაში კი შემაშინებელია.”


გარდა ამისა, ტრეილერში სნოუ სანსას ეუბნება, რომ ერთად უნდა იდგნენ, რადგან ბევრი მტერი ჰყავთ. ბოლტონები უკვე დაამარცხეს და საინტერესოა ვის შესახებ არის საუბარი? ალბათ მაინც ლანისტერების.скачать dle 12.1
2 740