GOT: ‘მეექვსე სეზონი საუკეთესო იქნება!’

GOT: ‘მეექვსე სეზონი საუკეთესო იქნება!’
როგორც ჩანს, სამეფო კარის თამაშების ყველაზე მისტიკური სეზონი საუკეთესოც იქნება. ამას ხმამაღლა აცხადებენ შოუს შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენ უეისი. როგორც წესი, ისინი არ გამოირჩევიან ხოლმე ‘სპოილერებით’, თუმცა EW-სთან მიცემულ ინტერვიუში მათ ღიად ისაუბრეს სერიალს ახალ, საუკეთესო სეზონზე:

„მე და დენმა ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ყველა სეზონში არის ერთი ან ორი ისეთი ეპიზოდი, რომელზეც ვნერვიულობთ და გვგონია, რომ ისეთი კარგი არ გამოვიდა, როგორიც საჭირო იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეექვსე სეზონში არ არის არც ერთი სუსტი ეპიზოდი. ჩვენ არაჩვეულებრივი რეჟისორები გვყავდა, ნამდვილად იცოდნენ რას აკეთებდნენ. როდესაც მთლიანობაში ვუყურებ სერიალს, ვრწმუნდები, რომ ეს საუკეთესოა დანარჩენებს შორის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ამაყიც სწორედ მისით ვარ, რადგან ერთ-ერთი ურთულესი და შრომატევადი სეზონია.“


შეგახსენებთ, რომ სამეფო კარის თამაშების ახალი სეზონის პრემიერა 24 აპრილს შედგება, მანამდე კი იხილეთ თრეილერი:

скачать dle 12.1
2 932
Loading...