X-ადამიანები: აპოკალიფსის პირველი ოფიციალური ტრეილერი

X-ადამიანები: აპოკალიფსის პირველი ოფიციალური ტრეილერი
ფილმის პირველივე ოფიციალური ტრეილერი საკმაოდ დაძაბული და საინტერესოა. მსოფლიოში პირველი მუტანტი აპოკალიფსი, რომელიც ძველ ეგვიპტეში ღმერთად მიიჩნეოდა, ათასი წლის შემდეგ იღვიძებს. “არასოდეს გაუღვიძებიხარ ღამით შეგრძნებას, რომ ისინი ერთ დღეს შენ და შენს შვილებსაც მოაკითხავენ?” ეკითხება მაგნეტო (მაიკლ ფასბენდერი) პროფესორ X–ს (ჯეიმს მაკევოი), სანამ ის მტრის მხარეს გადავა. პირველ თიზერში პასუხი არის “დიახ.” აპოკალიფსი კრებს მუტანტების გუნდს, რომელშიც შედის მისი ოთხი მხურვალე მიმდევარი _ მაგნეტო, საილოკი (ოლივია მუნი), ნაითკროულერი (კოდი სმიტ–მაკფი) და შტორმი (ალექსანდრა შიპი). “არავითარი ცრუ ღმერთები,” აფრთხილებს აპოკალიფსი მათ და უშვებს პროფესორი X–ის, მისტიკის (ჯენიფერ ლოურენსი), ბისტისა (ნიკოლას ჰოლტი) და მათი გუნდის წინააღმდეგ საბრძოლველად. “ჩვენ მათ ყველაფერს წავართმევთ,” ამბობს მაგნეტო. ფილმის სიუჟეტი 1983 წელს ვითარდება X-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეები –ის მოვლენების შემდეგ.

რეჟისორი ბრაიან სინგერია, პრემიერა შედგება 27 მაისს.

скачать dle 12.1
2 741
Loading...