კიტ ჰარინგტონი ჯონ სნოუს ბედს გვიმხელს!

კიტ ჰარინგტონი ჯონ სნოუს ბედს გვიმხელს!
‘სამეფო კარის თამაშის’ მეექვსე სეზონის გამოსვლამდე 2 თვეზე ნაკლები დარჩა. ფანები საყვარელი პერსონაჟის, ჯონ სნოუს, ნამდვილი ბედის გაგებით სასოწარკვეთილნი არიან. მსახიობი კიტ ჰარინგტონი ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი პერსონაჟის ბედსა და მეექვსე სეზონში მონაწილეობაზე საუბრობს:

‘მისმინე, შოუში აღარ ვმონაწილეობ’ – ამბობს ჰარინგტონი, – ‘მე ნამდვილად აღარ ვარ ახალ სერიებში. რამდენიმე გარდაცვლილი მე-ს სცენა გადავიღე – (ხუმრობით) ეს ჩემი ერთ-ერთი სუაკეთესო ნამუშევარია. მეექვსე სეზონის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. მე ვიცი, რამდენი ხანი ვარ მკვდარი, მაგრამ ვერ გეტყვით!’


სერიალი დაფუძნებულია ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნის სერიაზე. როლებს ასრულებენ პიტერ დინკლეიჯი, ნიკოლაი კოსტერ-უილდოუ, ლენა ჰიდი, ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი, ნატალი დორმერი, მეიზი უილიამსი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე სეზონი ათი ახალი ეპიზოდით 24 აპრილს გამოვა.скачать dle 12.1
2 644
Loading...