ჯეიმს ფრანკო და ამბერ ჰერდი ფილმში ‘The Adderall Diaries ‘

ჯეიმს ფრანკო და ამბერ ჰერდი ფილმში ‘The Adderall Diaries ‘
‘The Adderall Diaries’ პამელა რომანოვსკის კრიმინალური თრილერია. ფილმს იღებენ სტივენ ელიოტის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომელიც რეალურ კრიმინალურ ამბავზეა დაფუძნებული. კრიმინალურ დრამაში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო, ედ ჰარისი და ამბერ ჰერდი ასრულებენ. ჯეიმს ფრანკო (სტივენ ელიოტი) განასახიერებს მწერალს, რომელიც აღწერს მკვლელის, ჰანს რეისერის გახმაურებულ სასამართლო პროცესს. ამასთაანვე ცდილობს გაუმკლავდეს მამასთან კონფლიქტს, ნარკოდამოკიდებულებას, ბავშვობის ტრავმებსა და შემოქმედებით კრიზისს. ამბერ ჰერდს ჟურნალისტის ამპლუაში ვიხილავთ. ის ელიოტს სასამართლო პროცესის განსაკუთრებული მასალების მოპოვებაში ეხმარება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფილმის პირველი თრეილერი:


‘The Adderall Diaries’-ის ნახვას მაყურებელი 15 აპრილიდან შეძლებს.скачать dle 12.1
2 646
Loading...