GOT: დაძაბულობა მატულობს! სნოუს აცოცხლებენ?

GOT: დაძაბულობა მატულობს! სნოუს აცოცხლებენ?
როგორც იქნა სამეფო კარის თამაშების სრული თრეილერი გავრცელდა! წუთნახევრიან კლიპში ჯონ სნოუს უამრავი სცენაა, თუმცა ის ყველა მათგანში მკვდარია… კლიპი, რომელსაც კრის ისააკის ცნობილი სიმღერა „Wicked Game” ადევს ფონად, ზუსტად იქ გვაბრუნებს სადაც გავჩერდით: შავ სასახლეში, თოვლით დაფარულ მიწაზე ჯონ სნოუს სისხლით დაფარული გვამი ასვენია.
„ის გარდაიცვალა“,-გვესმის დავოსის ჩურჩული.



ამასობაში კი ვესტეროსში ჯეიმი ლანისტერი დას (საყვარელს), სერსეის ამშვიდებს და ეუბნება: „მხოლოდ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანნი, ყველაფერს, რაც წაგვართვეს, უკან დავიბრუნებთ… უფრო მეტსაც კი!..“ უნდა აღინიშნოს, რომ აწგარდაცვლილი სტანისის მარჯვენა ხელი, დავოსი კლიპში ძალიან ხშირად ჩანს. თრეილერის მომდევნო სცენაში ის მუდამ თავდაჯერებულ ქალბატონ მელისანდრასთან ერთად ჩნდება. თუმცა წითელი ქალბატონი ამჟამად იმედგაცრუებულია:
„დიადი გამარჯვება, რომელიც ცეცხლში დავინახე… ტყუილი აღმოჩნდა“.

აქვე არიან ბოლტონები და მათი არმიაც, მათ შემდეგ კი ვხედავთ ჯორაჰ მორმონტსა და დაარიო ნაჰარისს, რომლებიც დეინერისს ეძებენ, თუმცა ჯერ მხოლოდ მისი ბეჭდის პოვნა შეძლეს. ჩანს ტირიონ ლანისტერიც, რომელიც უცნობს ესაუბრება: „თქვენ უდიდეს თამაშში ხართ ჩართული… ეს თამაში კი შემაძრწუნებელია“. ამის შემდეგ სასიამოვნო მუსიკა წყდება და კლიპის ტონიც იცვლება. ვხედავთ ლანსელ ლანისტერს, ახლა უკვე ბეღურას, რომელიც სერსეის მიმართავს: „უბრძანე შენს ხალხს უკან დაიხიოს, ან ადგილი ძალადობას ექნება“. რაზეც სერსეი მტკიცედ პასუხობს:
„მე ძალადობას ვირჩევ!“

კლიპი საშუალებას გვაძლევს თვალი ქასთის დანარჩენ წევრებსაც შევავლოთ. მათ შორის არიან მეფე ტომენ ბარათეონი, პიტერ ბეილიში, სანსა და ჯერ კიდევ ბრმა არია სტარკი. თეონ გრეიჯოის კი შეიარაღებული მცველებითა და ძაღლებით გარშემორტყმულს ვხედავთ. ბრიენს, როგორც ყოველთვის, ახლაც ვხედავთ მორიგი მსხვერპლის ყელის გამოჭრისას. კიდევ ერთხელ ჩნდება წითელი ქალბატონი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ტანზე იხდის. თრეილერში მრავლადაა საბრძოლო სცენები, დოთრაკელი მეომრების ყვირილი და მომარჯვებული მშვილდ-ისარი. მოგვიანებით, სულ ერთი წამით, ჩნდება ჯონ სნოუს გვამი და უცნობი ადამიანი, რომელიც ხელს ნაზად ადებს სნოუს თვალებს. კიდევ ერთი საყურადღებო სცენა, რომელიც ალბათ ფლეშბექია, გვაჩვენებს რაინდს, დიენერისის უფროს ძმას, რჰეგარს, რომელსაც ჯავშანზე ტარგარიანების სიმბოლო აქვს. ის ორივე ხელში მახვილაპყრობილი ოსტატურად კლავს რამდენიმე ჯარისკაცს.
GOT: დაძაბულობა მატულობს! სნოუს აცოცხლებენ?


დაძაბული სცენების კულმინაცია კი ბრან სტარკის თეთრი მოსიარულეების მეფესთან ერთად გამოჩენაა… კლიპის უკანასკნელი სცენა კვლავ ჯონ სნოუსთან გვაბრუნებს. მის უსიცოცხლო სხეულთან დავოსი დგას და შეიარაღებულ მცველებს მიმართავს:„მოჩხუბარი არასოდეს ვყოფილვარ, მაპატიეთ იმისათვის, რასაც ნახავთ!“. ნელ-ნელა იღებს ჯონ სნოუს მახვილს და თავს ესხმის მათ.

GOT: დაძაბულობა მატულობს! სნოუს აცოცხლებენ?

შეგახსენებთ, რომ სამეფო კარის თამაშები ეკრანებზე 24 აპრილიდან დაბრუნდება.скачать dle 12.1
1 863
Loading...