დიკაპრიოს ოსკარი რესტორანში დარჩა!

დიკაპრიოს ოსკარი რესტორანში დარჩა!
დიკაპრიოს ოსკარი რესტორანში დარჩა. გამარჯვებისა და ოსკარის after-party–ის შემდეგ მსახიობი მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდა გასართობად. იქიდან გამოსული კი ისე ჩაჯდა მანქანაში, თანხმხლებ პირს რომ არ მიეწოდებინა, ოქროს ქანდაკება ალბათ უპატრონოდ დარჩებოდა, ან ნაკლებადცნობილი ახალი მეპატრონის ხელში აღმოჩნდებოდა. საინფორმაციო სააგენტო TMZ ვიდეოს ავრცელებს, სადაც დიკაპრიო რესტორანში მეგობრებთან ერთობა, იქიდან გამოსული მანქანაში ჯდება თანმხლებ პირებთან ერთად. უცნობი პირი მას ჯერ ბოთლს აწვდის შემდეგ კი ოსკარს.

“წაიღებთ ოსკარს?” – კითხულობს მამაკაცი.
“დენს მიეცი!” – პასუხობს ლეო.


скачать dle 12.1
2 406
Loading...