ბრედ პიტი ახალ რომანტიკულ ფილმში ითამაშებს

ბრედ პიტი ახალ რომანტიკულ ფილმში ითამაშებს
ბრედ პიტი ახალ რომანტიკულ თრილერში ითამაშებს! Paramount-ი ჯერ დაუსათაურებელ ფილმს რობერტ ზემეკისის რეჟისორობითა და სტივ ნაიტის სცენარით გადაიღებს. სურათის პროდუსერი ამ პროექტის სულისჩამდგმელი გრეჰემ კინგი იქნება და ის ზემეკისსა და სტივ სტარკისაც დაიხმარებს. ჯერჯერობით უცნობია სიუჟეტის შინაარსი, თუმცა, პიტის მონაწილეობა უკვე ოფიციალურად დადასტურებულია. მსახიობის ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია “რისხვა” და “ზღვის პირას”, რომელსაც ამჟამად ანჯელინა ჯოლისთან ერთად იღებს. რაც შეეხება რეჟისორს, სწორედ ზემეკისის შრომის შედეგია ისეთი ფილმები, როგორებიცაა “ფორესტ გამპი” და “ფრენა”. ზემოთ აღნიშნული ფაქტებითა და ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, წინ საინტერესო სურათი გველის. მოვლენების განვითარების შესახებ ყველა დეტალს აუცილებლად შეგატყობინებთ.скачать dle 12.1
2 268