„ტრანსფორმერები 4“-ის შემოსავალმა 800 მილიონს გადააჭარბა!

„ტრანსფორმერები 4“-ის შემოსავალმა 800 მილიონს გადააჭარბა!
ფილმის „ტრანსფორმერები 4: განადგურების ეპოქა“ მსოფლიო შემოსავალმა 886 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ თანხიდან 227 მილიონი დოლარი სურათმა ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიმუშავა , ხოლო 659 მის ფარგლებს გარეთ.

ყველაზე დიდ წარმატებას ფილმმა ჩინეთში მიაღწია. მოცემულ მომენტში ამ ქვეყანაში მისი შემოსავალი 285 მილიონ დოლარს შეადგენს.

40 მილიონზე მეტი პროექტმა სამხრეთ კორეასა და რუსეთში გამოიმუშავა. დიდ ევროპულ ქვეყნებში: გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ფილმის ზუსტი შემოსავალი ჯერჯერობით უცნობია.скачать dle 12.1
3 771