„ტრანსფორმერები 4“ რეკორდით დაიწყო!

„ტრანსფორმერები 4“ რეკორდით დაიწყო!
ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის „ტრანსფორმერები 4: გადაშენების ერა“ შემოსავალმა პირველი უქმეების ბოლოს 100 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ გზით, ფანტასტიკური ფილმის მეოთხე ნაწილს 2014 წლის ყველაზე კარგი დასაწყისი ჰქონდა. წინა ლიდერი იყო „კაპიტანი ამერიკა 2: ზამთრის ჯარისკაცი“, რომლის სასტარტო შემოსავალიც 95 მილიონ დოლარს შეადგენდა. „ტრანსფორმერები 4“-ის მსოფლიო შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ფილმის ბიუჯეტი 210 მილიონ დოლარს შეადგენს.скачать dle 12.1
3 590