ბრედ პიტი ჰაკერის შესახებ ფილმს გადაიღებს

ბრედ პიტი ჰაკერის შესახებ ფილმს გადაიღებს
ბრედ პიტის კომპანია 'Plan B' ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ფილმს საფუძვლად დაედება ჟურნალ 'Rolling Stone' -ში გამოქვეყნებული სტატია ჰაკერზე, რომელმაც გაუპატიურებაში ეჭვმიტანილები ამხილა, რის გამოც თვითონ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
საუბარია 26 წლის დერიკ ლოსტატერზე, რომელიც ჰაკერული დაჯგუფების 'Anonymous'-ის წევრია. 2013 წელს მან გამოაქვეყნა და გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ქალაქ სტიუბენვილის კოლეჯის 2 სტუდენტი 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ამხილა. აღნიშნული ვიდეო-მიმართვა მოძალადეების დაპატიმრების მიზეზი გახდა, მაგრამ ლოსტატერით გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდა. მალევე ეს უკანასკნელი დააპატიმრეს პირადი ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით და აღნიშნულის გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გაუპატიურებაში დამნაშავეებს კი მხოლოდ 1 წლით შეეფარდათ სასჯელი. აღნიშნული ისტორია სააშკარაოზე ჟურნალისტმა დევიდ კუშნერმა გამოიტანა. სტატია ჟურნალ 'Rolling Stone'-ში დაიბეჭდა.

პიტის კომპანია საკმაოდ წარმატებულია კინობაზარზე. 'Plan B'-ის პროექტების სია ამგვარად გამოიყურება: 'მონობის 12 წელიწადი', 'სამყაროთა ომი Z', 'კაზინოს ძარცვა' და 'სიცოცხლის ხე'

photos
ბრედ პიტი ჰაკერის შესახებ ფილმს გადაიღებს
скачать dle 12.1
2 217