სტარტს იღებს საგამოფენო პროექტი "სამეფო კარის თამაში"

სტარტს იღებს საგამოფენო პროექტი "სამეფო კარის თამაში"
სტარტს იღებს საგამოფენო პროექტი 'სამეფო კარის თამაში'. აღნიშნულის შესახებ იუწყება ამერიკული ჟურნალი 'Rolling Stone'

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს პოპულარული ტელე-სერიალის რეკვიზიტები: კოსტიუმები, იარაღები, დეკორაციები. აღნიშნული საგნები ფანატებისთვის კარგად არის ცნობილი უკვე გამოსული სამი სეზონიდან. დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ექნებათ სურათი გადაიღონ ლეგენდარულ რკინის ტახტზე. აგრეთვე წარმოდგენილი იქნება რეკვიზიტი მომავალი, მეოთხე სეზონიდან.

გამოფენა 27 იანვარს გაიხსნება, ნიუ- იორკში. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ექსპონატების ხილვა დამთვალიერებელს შეეძლება მეხიკოში, ოსტინში, რიო დე- ჟანეიროში, ოსლოში, ტორონტოსა და ვანკუვერში, აგრეთვე ბელფასტში.

photos
სტარტს იღებს საგამოფენო პროექტი "სამეფო კარის თამაში"
скачать dle 12.1
2 689