"საძულველი მე 2" წლის ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი გახდა!

"საძულველი მე 2" წლის ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი გახდა!
ფილმის „საძულველი მე 2“ მსოფლიო შემოსავალმა 584 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ გზით, სიკველის გამომუშავებულმა თანხამ 40 მილიონით გადააჭარბა ორიგინალის საბოლოო შემოსავალს.
გარდა ამისა, „საძულველი მე 2“ 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი გახდა და აჯობა „კრუდსების ოჯახს“.
ეკსპერტები ვარაუდობენ, რომ სიკველის ფინალური გამომუშავება 700 მილიონ დოლარს მიაღწევს, რაც „საძულველ მე 2“-ს წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კინოპროექტად აქცევს.скачать dle 12.1
2 829