რასელ ქროუ ძალებს რეჟისურაში ცდის

რასელ ქროუ ძალებს რეჟისურაში ცდის
'ოსკარის' ნომინანტი მსახიობი, რასელ ქროუ, ძალებს რეჟისურაში ცდის. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდა შესაფერის პროექტს, თუმცა მხოლოდ წელს მოირგებს რეჟისორის სავარძელს. მისი სარეჟისორო დებიუტი იქნება დრამა 'The Water Diviner', სადაც ქროუ ერთ-ერთ მთავარ როლს თვითონვე შეასრულებს.
ფილმის სცენარი ენდრიუ ნაიტსა და ენდრიუ ანასტასიოსს ეკუთვნის და იგი ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება. ფილმში მოქმედება 1919 წელში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში მამა მოექცევა, რომელიც ავსტრალიიდან თურქეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს, გალიპოლთან მომხდარ ბრძოლაში დაკარგული ორი ვაჟის საძებნელად მიემგზავრება. ფილმის გადაღებები ავსტრალიასა და თურქეთშია დაგეგმილი.
რასელ ქროუმ ბოლო სამსახიობო როლი ზაკ სნაიდერის ფილმში, 'ფოლადის ადამიანი: სუპერმენი', ითამაშა. 2014 წელს ეკრანებზე ის კვლავ გამოჩნდება ეკრანებზე, ამჯერად, დარენ არონოფსკის ფილმში, 'ნოე'скачать dle 12.1
2 437
Loading...