Bill Pullman / ბილ პულმანი

Bill Pullman / ბილ პულმანი
ნამდვილი სახელი: ვილიამ ფულმანი (William Pullman)
დაბადების თარიღი: 17 დეკემბერი 1953
დაბადების ადგილი: ხორნელი, ნიუ-იორკი, აშშ
სიმაღლე: 1.87 მ
პირველი ფილმი: 1975
სრული აღწერა
ბილ პულმანი 1953 წლის 17 დეკემბერს დაიბადა, ნიუ-იორკში. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ტექნიკურ კოლეჯში სწავლობდა. შემდეგ ბილი თეატრით დაინტერესდა და ჩააბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც თეატრალური ხელოვნების კურსი დაამთავრა. მოგვიანებით პულმანი სარეჟისოროზე სწავლობდა მასაჩუსეცის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის დიპლომიც კი მიიღო. შემდეგ ბილი მონტანას შტატში თეატრში ასწავლიდა. მოგვიანებით პულმანმა ნიუ-იორკში დაბრუნება გადაწყვიტა. ოთხი წლის განმავლობაში ბილი თამაშობდა სხვადასხვა თეატრში. 1986 წელს იგი 'Los Angeles Theatre Center'- ში მოღვაწეობდა. ამავე წლს შედგა პულმანის დებიუტი კინოში – “დაუნდობელი ადამიანები”. 90-იანი წლები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ფილმმა “სანამ გეძინა”, სადაც მსახიობს პარტნიორობა სანდრა ბალოკმა გაუწია, ბილს წარმატება მოუტანა. ამ როლის შემდეგ ბილმა ოცზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბილ პულმანს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
скачать dle 12.1
3 356
ჩვენი
შემოთავაზებები
წლების
მიხედვით
რეკლამა