Daniel Craig / დენიელ კრეიგი

Daniel Craig / დენიელ კრეიგი
დაბადების თარიღი: 02 მარტი 1968
დაბადების ადგილი: ჩესტერი ჩეშირი ინგლისი
სიმაღლე: 1.78 მ
მეუღლე: უცნობია
პირველი ფილმი: 1984
სრული აღწერა
დენიელ კრეიგი დაიბადა 1968 წლის 2 მარტს ჩესტერში, დიდი ბრიტანეთი. ბავშვობასა და ახალგაზრდობის პერიოდში ის გატაცებული იყო თეატრით. მან მომზადება გაიარა ნაციონალურ ახალგაზრდულ თეატრში, ხოლო შემდეგ დაამთავრა მუსიკისა და დრამის გილდჰოლის სკოლა ლონდონში. კინოში მისი დებიუტი შედგა 1992 წელს დრამით ”პიროვნების ძალა”. დენიელს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა მუსიკოსის როლმა BBC-ის სერილში ”ჩვენი მეგობრები ჩრდილოეთში” (1996). მისი ერთერთი პირველი ჰოლივუდური ფილმი გახდა ”ლარა კროფტი”, სადაც ის თამაშობდა ანჯელინა ჯოლისთან ერთად. შემდეგ მან ითამაშა დაქირავებული მკვლელის როლი ფილმში ”დაწყევლილი გზა”. ბიოგრაფიულ ფილმში ”სილვია” გვინეტ პელტროუსთან ერთად მან ითამაშა მისი ქმრის და პოეტის ტედ ჰიუზის როლი. 2005 წელს დენიელ კრეიგი დაამტკიცეს ჯეიმს ბონდის როლზე. 2006 წელს გამოვიდა ფილმი კაზინო ”როიალი”.
скачать dle 12.1
3 652