ივანიშვილი კალაძეს დაჭერით ემუქრება – რა ხდება ქართულ ოცნებაში? ივანიშვილი კალაძეს დაჭერით ემუქრება – რა ხდება ქართულ ოცნებაში? 





„ქართულ ოცნებაში“ „მონასტერი“ აირია. პირველ ტურში მიღებული მარცხის შემდეგ ოლიგარქი საკუთარი გუნდის წევრებს უპირისპირდება. მან ერთგვარი სადამსჯელო პაკეტიც კი შეიმუშავა მათთვის, ვინც პირველ ტურში სათანადოდ არ იმუშავა.

სწორედ ამის გამოძახილი იყო ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაც. ის „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის გამო კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა გულორდავამ ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ არ არის დამნაშავე. თუმცა, მამას არ ეთანხმება მისი შვილი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრია.

გულორდავას დეპუტატი შვილი აცხადებს, რომ ენდობა გამოძიებას და მიუხედავად იმისა, რომ მამამისი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, გამოძიებასთან კითხვები არ აქვს.

შავი ღრუბლები კალაძის თავზე

ივანიშვილმა გულორდავა იმიტომ დასაჯა, რომ მას ზუგდიდში ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ჰქონდა ჩაბარებული და არჩევნების პირველი ტური პირწმინდად წააგო. იგივე პრეტენზიები აქვს ოლიგარქს თბილისის მერ კალაძესთანაც.

ივანიშვილი თვლის, რომ თბილისი, მისმა და ლავროვის რჩეულმა ზურაბიშვილმა, მათ შორის იმიტომ წააგო, რომ კახი კალაძემ სათანადოდ და კარგად არ იმუშავა.

ოლიგარქმა ეს მოსაზრება პირველი ტურის დასრულებისთანავე გააჟღერა. ხოლო ორი დღის წინ, კალაძეს საჯაროდ მიანიშნა, რომ თუ მეორე ტურშიც იგივე შედეგი დადგა, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

რეპრესიები პრობლემების გადაჭრის ნაცვლად

რას გვთავაზობს „ოცნება“ მეორე ტურში? ვნახეთ ძალადობა ახალქალაქში. ოცნების დეპუტატმა მკოიანმა და მისმა ძმამ, ხელჯოხებით სცემეს გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები. ცემის შედეგად ხუთმა ადამიანმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო (ჩამსხვრეული ნეკნები, მოტეხილი ყბა, ტვინის შერყევა).

ამ ფონზე კი, სამოქალაქო ომს აანონსებს „ოცნების“ დეპუტატი ფოფხაძე და დაპირისპირებას აღვივებს „ოცნების“ დეპუტატი თალაკვაძე, რომელსაც უკვე ექვსი წელია წარსული აქვს „ჩახვეული“ და წინ არ იხედება.

მეორე ტური

ყველა გამოკითხვით, ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს. იმარჯვებს პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერით. სიღარიბემ, კოლექტიურმა ფარცხალაძეებმა, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის ტრაგედიებმა ხალხი გამოაფხიზლა.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ოპოზიციის ხმების საერთო რაოდენობა 60 პროცენტს აჭარბებს. ლარი კი გაუფასურებას განაგრძობს, ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ძვირდება.

ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტებიც და თუ „ქართული ოცნება“ და პრორუსი სალომე ზურაბიშვილი არ შევაჩერეთ, იმ 450 ათას ადამიანს, რომელიც დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ძალიან ბევრი ჩვენგანი შეემატება.
-------------
presa.ge
-------------






დაინტერესდა 86 ადამიანი


Загрузка...