ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან - ფილმის პირველი თიზერი გამოვიდა 





ჯოან როულინგის და Warner bros-ს კიდევ ერთი საჩუქარი- ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან, თან მარტო კი არა გრინდევალდის ბოროტ გეგმებთან, ახალგაზრდა დამბლდორის ამბიციებთან და ნიუტ სკამანდერის თავგადასავლებთან ერთად. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დღეს ოფიციალური თიზერი გამოვიდა.

ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან - ფილმის პირველი თიზერი გამოვიდა

ბურუსი, სრული გაურკვევლობა და უცნაური კავშირები აი რა ინფორმაცია მივიღეთ ახალი თიზერისგან, რომელსაც პირველი ნაწილის შემდეგ სულმოუთქმელად ველოდით. გული არ გაიტეხოთ, რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის გაშიფვრა მაინც შევძელით.

ჯერ ის ფაქტი აღვნიშნოთ რომ ახალგაზრდა დამბლდორის როლში ჯუდი ლოუ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მართალია თეთრი, ფუმფულა წვერის და ნახევარმთვარისებრი სათვალის გარეშე ალბუსის წარმოდგენა შეუძლებლად მიგვაჩნდა, მაგრამ ვაღიაროთ რომ უხდება. არანაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება ახალგაზრდა გრინდევალდი. თუმცა ეს არავის გვიკვირს, რადგან როლი ჯონი დეპს ერგო.

კარგად დავაკვირდეთ სურათს,რა საინტერესო დეტალებს ხედავთ?

ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან - ფილმის პირველი თიზერი გამოვიდა

პირველ რიგში, ეზრა მილერი დაგვიბრუნდა ხალხნო! მისი პერსონაჟის, კრედენსის ბედი პირველი ფილმის ბოლოს გაურკვეველი დარჩა, თუმცა როგორც ჩანს მომდევნო ნაწილშიც ითამაშებს თავის როლს, დიდ ჯადოქრულ ომში.

მესმის რომ ჯონი დეპის მომხიბვლელობა თვალს გჭირთ, მაგრამ მაინც უკეთ დავაკვირდეთ ჯოხს, რომელიც ხელში უჭირავს. დიახ, ეს ანწლის ჯოხია, ყველაზე ძლევამოსილი ჯოხი მსოფლიოში, რომელიც უფროსმა პერეველმა სიკვდილს გამოსტყუა და რომლის გამოც ბნელმა ლორდმა სნეიპი სასიკვდილოდ გაიმეტა. თუ ისტორია კარგად გახსოვთ, მაშინ იცით რომ სიკვდილის საჩუქრების ძებნა დამბლდორმა და გრინდევალდმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც სიყრმის მეგობრები იყვნენ. როცა ალბუსი მიხვდა რომ ჯადოქრული ინტერესი გრინდევალდს აკვიატებად ექცა და ჯოხის ხელში ჩაგდება მხოლოდ იმიტომ სურდა რომ სამყარო ემართა, მას დაუპირისპირდა. როგორც ჩანს ახალ ნაწილში სწორედ ამ მოვლენების განვითარებას ვიხილავთ. ძლევამოსილი ჯოხი გრინდევალდს აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ დიად, თუმცა საშინელ ჯადოქრობებს უნდა ველოდოთ.

ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან - ფილმის პირველი თიზერი გამოვიდა

პირველი ნაწილიდან ნიუტ სკამანდერის მთელი რაზმი გვიბრუნდება. აქვეა მაგლი მეფუნთუშე რომელიც უნებურად გაეხვა ჯადოსნურ ინტრიგებში. მართალია ფილმის ბოლოს მეხსიერება წაუშალეს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო მაგიურ სამყაროს ვერსად გაექცა.

საგულისხმოა ფილმის სახელიც- ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულებები. დაკვირვებული პოტერჰედები აუცილებლად შენიშნავდნენ, რომ ასოების ფორმა სახელში სიკვდლის საჩუქრების ნიშანს ქმნის.

და ბოლოს ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც თიზერიდან შევიტყვეთ, ფილმს ზუსტად ერთი წელი უნდა ველოდოთ, რადგან პრემიერა 2018 წლის 16 ნოემბერს შედგება.

ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან - ფილმის პირველი თიზერი გამოვიდა





დაინტერესდა 645 ადამიანი


   
filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 kartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, იმ დროს, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კა, რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა.ერთ დღეს იგი წავა ტყეში გვამის საძებნელად თავის მეგობართან ერთად, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, საწოლის ქვემოთ, სიუჟეტის მიხედვით, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება