რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში 





უკვე 26 წელი გავიდა, რაც სამყარომ პირველად იხილა ძალიან სასაცილო და ამავდროულად ემოციური საახალწლო ფილმი - მარტო სახლში. მაკკალისტერების დიდი ოჯახი საშობაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება. გამგზავრების წინ არეულობაში მშობლებს ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კევინი ავიწყდებათ. შინ მარტო დარჩენილ ბიჭუნას კი ორ ზრდასრულ მძარცველთან გამკლავება უწევს. 26 წლის წინ გადაღებული საახალწლო კომედია ყოველ ყურებაზე თავიდან გაგაღიმებთ, ბავშვობის მოგონებებს გაგახსენებთ და ახალ წელთან დაკავშირებულ სასიამოვნო შეგრძნებებს გაგიცოცხლებთ.

ბავშვობაში როდესაც ამ ფილმს ვუყურებთ, კევინს ვგულშემატკივრობდით და მისი ოინებით ვერთობოდით. წლების შემდეგ კი შეუძლებელია ეს კითხვა არ გაგვიჩნდეს: რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მთელი ოჯახით დასვენება საახალწლო დღეებში?

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

ფილმი მარტო სახლში (პირველი ნაწილი) 1990 წელს გამოვიდა. მოდით, გავიგოთ, რამდენად მდიდარი შეიძლება ყოფილიყო კევინის მამა.

15 პირველი კლასის ბილეთი

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

15 ბილეთი ჩიკაგოდან პარიზის მიმართულებით $35 320 დაჯდებოდა, თუმცა დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, ეს ფასი ნამდვილად გაორმაგდებოდა.

10 პიცა

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

ფილმშივე ჩანს, რომ პიცის დამტარებელი $122.50 ითხოვს, თუმცა დღევანდელი კურსით 10 პიცის გამოძახება კევინის მამას $228 დაუჯდებოდა.

კიბის შეცვლა სარდაფში

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

კევინის მამას განადგურებული კიბის გამოცვლაც მოუწევდა, რაც სავარაუდოდ $1200 დაჯდებოდა.

მარტო სახლში 2,

1992 14 პირველი კლასის ბილეთი

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

American Airlines-ს პირველი კლასის ბილეთების შეძენა ჩიკაგოდან მაიამის მიმართულებით $9 927 ღირს.

ერთი ღამე სასტუმროში

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

მარტო დარჩენილი კევინი Plaza Hotel-ში დაბინავდა, სადაც ერთი ღამის გატარება საპრეზიდენტო ნომერში $30 000 ჯდება, რომელსაც პერსონალის საფასური ემატება, ღამეში - $2 915.

სათამაშოები

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

გახსოვთ ულამაზესი Duncan's Toy-ს მაღაზია, სადაც კევინმა $23.75 ღირებული საჩუქარი იყიდა? ეს დღევანდელი კურსით დაახლოებით $40.86 გამოდის.

PLAZA HOTEL-ის საერთო ხარჯები

რამდენად მდიდარია კევინ მაკალისტერის მამა ფილმიდან მარტო სახლში

სასტუმროში დაბინავებული კევინი სასუსნავებსაც მიირთმევდა, რაშიც როგორც ფილმიდან ვიგებთ $967.43 დახარჯა, თუმცა ეს დღევანდელი კურსით $1,659.33 გამოდის.

როგორც ხედავთ, კევინის ოჯახი საკმაოდ მდიდარი იყო. სხვანაირად, ამხელა ოჯახი პირველი კლასის თვითმფრინავით ვერ იმგზავრებდა ჩიკაგო-პარიზისა თუ ჩიკაგო-მაიამის მიმართულებით. რომ არაფერი ვთქვათ უზარმაზარ სახლსა და მასშტაბურ საახალწლო დეკორაციებზე.





დაინტერესდა 3017 ადამიანი


   
12 წლის აანგი ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის ცეცხლის ხალხის წინააღმდე, filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, იმ დროს, იმისათვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კა, რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა.ერთ დღეს იგი წავა ტყეში გვამის საძებნელად თავის მეგობართან ერთად, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, რომელსაც ობობას შესაძლებლობები აქვს, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სიუჟეტის მიხედვით, ფილმები ქართულად, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება