”G.I. Joe: კობრას გადასროლა 2” ჩრდილოამერიკული კინოგაქირავების ლიდერი 





ფანტასტიკური ბოევიკი ”G.I. Joe: კობრას გადასროლა 2” («G.I. Joe: Retaliation») 29-31 მარტის შედეგების მიხედვით, აშშ-ს და კანადის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ლიდერია. ჯონ მ. ჩუ-ს ფილმმა, რომლის მსოფლიო პრემიერაც 28 მარტს გაიმართა, BoxOfficeMojo-ს მონაცემების მიხედვით, გამოსვლის პირველივე დღეებში გამოიმუშავა 41,2 მლნ. აშშ დოლარი.
მეორე ადგილზე 26,5 მლნ. აშშ დოლარით გავიდა ”ქრუდსების ოჯახი” - სტუდია ”DreamWorks Animation”-ის მულტფილმი პირველყოფილი ადამიანების ოჯახზე.
მესამე ადგილზეა ფილმი ”ოჯახის კონსულტანტი” («Tyler Perry's Temptation: Confessions of a Marriage Counselor»). ტეილორ პერის დრამა დიდ ეკრანებზე გამოვიდა 29 მარტს და მის ანგარიშზე ირიცხება 22,3 მლნ. აშშ დოლარი.
მეორე ადგილიდან, მეოთხეზე გადაინაცვლა ფიმმა ”ოლიმპის დაცემა”, რომელიც მოგვითხრობს თეთრ სახლზე ტერორისტების თავდასხმის შესახებ. სურათმა გამოიმუშავა 14 მლნ. აშშ დოლარი.
მეხუთე ადგილზე გავიდა სემ რეიმის ფილმი ”ოზი, დიდებული და ძლევამოსილი” 11,6 მლნ. აშშ დოლარით, რომლის პრემიერაც 8 მარტს გაიმართა.
ასეთია ჩრდილოეთ ამერიკის კინოპროექტების შედეგები, ბოლო ოთხი კვირის მონაცემების მიხედვით.






დაინტერესდა 5696 ადამიანი


Загрузка...