,,ავატარის” მომდევნო ნაწილი მოულოდნელი სიურპრიზებით იქნება სავსე ! 





6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეიმს კამერონის ,,ავატარმა” კინოინდუსტრიაში ახალი სტანდარტი დაამყარა 3D ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენით. box office-ზე მისი მოგება 2.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მას შემდეგ კამერონი საეჭვოდ ჩუმად იყო. თითქოს ფილმის ასეთმა წარმატებამ შეაშინა და ზეწოლა იგრძნო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ,,ავატარის” მომდევნო ნაწილზე არ მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, მას სურს ავატარის სამყაროს გაფართოება. EW-თან უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ,,ავატარის” სამი სიქუელის სცენარს ამუშავებს და სამივე მათგანის გადაღება მოხდება ერთდროულად. გარდა ამისა, ისინი მუშაობენ დიზაინის შემუშავებაზე, რასაც წელიწად ნახევარი მოანდომეს. მუშაობენ ყველა გმირზე, ატრიბუტსა და ქმნილებაზე. კამერონმა ასევე ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რომლებიც ასეთი წარმატებული ფილმის შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას.
,,რა თქმა უნდა, მოლოდინი ძალიან დიდი იქნება ამ ფილმებზე, განსაკუთრებით ,,ავატარ 2″-ზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ პირველ ჯერზე უბრალოდ ბედმა კი არ გაგვიღიმა, არამედ ამას სრულიად ვიმსახურებდით. ასე რომ ჩემს დასაბრუნებლად მე ახალი გზა შევქმენი.”

,,ავატარის” მომდევნო ნაწილი მოულოდნელი სიურპრიზებით იქნება სავსე !


საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯეიმს კამერონი პერფექციონისტი ხდება როდესაც საქმე ფილმებს ეხება. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ერთდროულად სამ სიქუელს ამუშავეს და არა ერთს. წლების წინ, ,,ავატარი” ასეთი პოპულარული იმიტომ იყო, რომ მან მაყურებელს სიახლე შესთავაზა, თუმცა 3D ფილმები უცხო ხილი აღარაა, ამიტომ ფილმის შემქმნელებს უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ. თუ ვინმეს შეუძლია 3D ფილმების ერთი ნაბიჯით წინ წაწევა, ეს მხოლოდ კამერონია. ჯეიმსი გვარწმუნებს, რომ ახალი სცენარი მაყურებელს გაოცებულს დატოვებს. როგორც ამბობენ, მეორე ნაწილს მაყურებელი ეკრანზე 2017 წლის დეკემბერში იხილავს, მესამე ნაწილს 2018 წლის ბოლოსკენ, ხოლო მეოთხე ნაწილს 2019 წელს.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს კამერონი მსოფლიოს ყურადღების მიქცევას ,,ავატარის” მომდევნო ნაწილებით?





დაინტერესდა 2725 ადამიანი


   
filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კა, რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელსაც ობობას შესაძლებლობები აქვს, საწოლის ქვემოთ, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება