ვიდეო თამაშის მიხედვით გადაღებული "Warcraft"-ის ტრეილერი ოფიციალურად გამოვიდა 





ფილმი, სახელწოდებით ,,Warcraft: The Beginning” დაფუძნებულია მუდამ პოპულარული ვიდეო თამაშის ფრანჩაიზზე. რეჟისორმა, ჯონსმა ჟურნალს განუცხადა, რომ ფილმი ფანტასტიკაა, რომელიც ასევე მოიცავს საომარ ჟანრსაც. იხილეთ ტრეილერი



აქ ნაჩვენები იქნება კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ისტორია, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ვიხილავთ ორ გაერთიანებას. პირველი ეს იქნება ადამიანთან გაერთიანება, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ტრევის ფიმელი, ბენ ფოსტერი და დომინიკ კუპერი.

ვიდეო თამაშის მიხედვით გადაღებული "Warcraft"-ის ტრეილერი ოფიციალურად გამოვიდა


რაც შეეხება, მეორე გაერთიანებას, რომელთა წევრებიც ადამიანებისგან საგრძნობლად განსხვავდებიან, არიან სრულიან სხვა ფორმისა და გარეგნობის. საინტერესოა გაამართლებს თუ არა ფილმი და იქცევა თუ არა ნამდვილად დიდ ფრანჩაიზად, რომელიც ვიდეო თამაშზე იქნება დაფუძნებული. ამ ყველაფერს ფილმის გამოსვლის შემდეგ გავიგებთ და ამიტომ შეგახსენებთ, რომ მას ეკრანებზე 2016 წლის 10 ივნისს ვიხილავთ.






დაინტერესდა 2275 ადამიანი


Загрузка...