GOT ყველაფერი, რაც მეექვსე სეზონის შესახებ ვიცით! 





მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონის სანახავად 2016 წლის გაზაფხულამდე მოგვიწევს მოცდა, ინტერნეტსივრცე სავსეა სპოილერებით, ჭორებითა და მოსაზრებებით. გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან სპოილერებს:

ჯონ სნოუ ცოცხალია
GOT ყველაფერი, რაც მეექვსე სეზონის შესახებ ვიცით!


მეხუთე სეზონის დასასრულმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ფანებს არ სჯერათ სნოუს „მეგობრების“ ხელით სიკვდილი და იმედოვნებენ, რომ წითელი ქალი, მელისანდრა მას გააცოცხლებს. ამ მოსაზრებას კიტ ჰარინგტონის გადასაღებ მოედანზე ყოფნა ადასტურებს.

სტანისი ნამდვილად მკვდარია
GOT ყველაფერი, რაც მეექვსე სეზონის შესახებ ვიცით!


სტანის ბარათეონის სიკვდილი ეკრანზე არ გვინახავს, ამიტომ ფანები ვარაუდობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა სერიალის შემქმნელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ის ნამდვილად მკვდარია და აღარ დაბრუნდება.

მკვდარი პერსონაჟები ბრუნდებიან
GOT ყველაფერი, რაც მეექვსე სეზონის შესახებ ვიცით!


„სამეფო კარის თამაშებში“ სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საყვარელ პერსონაჯებს ეკრანებზე ვეღარ ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ შონ ბინი სერიალში არ ბდუნდება, ნედ სტარკის წარსულს ფლეშბექების საშუალებით მაინც ვიხილავთ. გადასაღებ მოედანზე შეამჩნიეს „მკვდარი“ პერსონაჟები: რორი მაკ-კენი( ძაღლი) და სიბილ კეკილი (შაე) ვარისთან ერთად. როგორც ჩანს მეექვსე სეზონში მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის.

ჯეიმი ლანისტერი რივერსლენდში მიდის
GOT ყველაფერი, რაც მეექვსე სეზონის შესახებ ვიცით!


ვიცოდით, რომ მეექვსე სეზონი თიულის ოჯახის მიწებზე გვამოგზაურებდა, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა კლაივ რასელის ფოტოები ბრინდენ თიულის ფორმაში, რომელსაც თან ახლავს ჯეიმი ლანისტერი და ბონი, ეს სცენები საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თუ რა ხდებოდა ამ ადგილებში „წითელი ქორწილის“ შემდეგ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალ სეზონში ყველასათვის საძულველი პერსონაჟი, ვოლდერ ფრეი დაბრუნდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა
GOT ყველაფერი, რაც მეექვსე სეზონის შესახებ ვიცით!


სპოილერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ახალ ეპიზოდებში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა შედგება: ბოლტონები ველურების წინააღმდეგ. ქასთის ზოგიერთი წევრი ახსენებდა „The Battle of Bastards”, ე.ო შესაძლოა ჯონ სნოუსა და რემზის დაპირისპირება ვიხილოთ!..





დაინტერესდა 2328 ადამიანი


   
filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კა, რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელსაც ობობას შესაძლებლობები აქვს, საწოლის ქვემოთ, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება