Amazon-ის რჩეული 12 საახალწლო ფილმი 





იმისათვის, რომ მომხმარებლებისათვის საახალწლო განწყობის შექმნა გაეიოლებინა, Amazon-მა კინომოყვარულებს 12 საახალწლო ფილმი შესთავაზა. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია Amazon Instant Video-ზე, რომელიც საახალწლო პერიოდში იზრუნებს იმაზე, რომ მსოფლიოს ყველა ოჯახმა ბოლომდე შეიგრძნოს ამ სეზონის სიტკბო და

სილამაზე. წარმოგიდგენთ Amazon-ის საახალწლო რჩეულთა სიას:

1. “საშობაო არდადეგები” / “Christmas Vacation” (1989)
გრისუოლდების ოჯახს დიდი საშობაო გეგმები აქვს. თუმცა, ყველაფერი ერთ დიდ კოშმარს ემსგავსება…



2. “შობა კრენკსებთან ერთად” / “Christmas with the Kranks” (2004)
კრენკსების ოჯახს გადაწყვეტილი აქვს, შობა მანამდე არ აღნიშნოს, სანამ მათი ქალიშვილი სახლში არ დაბრუნდება. ყველაფერი ყირაზე დგება, როდესაც ისინი სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.



3. “ელფი” / “Elf” (2003)
ჩრდილოეთ პოლუსში ელფებთან ერთად გაზრდილი მამაკაცი ამერიკაში მამის საძებნელად ჩამოვა. ის ყველას დაუმტკიცებს, რომ თოვლის ბაბუა მართლა არსებობს და იმისათვის, რომ ყველას სურვილი ასრულდეს, თითოეული მათგანის რწმენა და განწყობაა საჭირო.



4. “ყველა კარგადაა” / “Everybody’s Fine” (2009)
დაქვრივებული მამაკაცი ხვდება, რომ საკუთარ შვილებთან კონტაქტის აღდგენაა საჭირო და იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს შეხვდეს, დიდ მოგზაურობას იწყებს.



5. “ოთხი შობა” / “Four Christmases” (2008)
წყვილმა გადაწყვიტა, თავიანთ მშობლებს ესტუმრონ. პრობლემა ისაა, რომ ორივე მათგანის მშობლები ერთმანეთთან დაშორებულები არიან და ოთხივე მშობლის ცალცალკე მონახულება უწევთ.



6. “მარტო სახლში” / “Home Alone” (1990)
ქევინის მრავალრიცხოვანი ოჯახი საშობაო დღესასწაულის აღსანიშნავად საფრანგეთში მიემგზავრება, თუმცა, ხდება ისე, რომ ქევინი ყველას ავიწყდება და ბიჭუნა სახლში მარტო რჩება. მას ორ ქურდთან გამკლავება მოუწევს…



7. “საშობაო საჩუქარი” / “Jingle All the Way” (1996)
“გმირი მამა” გადაწყვეტს, შვილს საშობაოდ ტურბო-მენის მოძრავი ფიგურა აჩუქოს. თუმცა, ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც ეგონა…



8. “ოჯახის კაცი” / “The Family Man” (2000)
ერთ მშვენიერ დღეს ნიქოლას კეიჯის პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ მისი სპორტული მანქანა საოჯახო მინი-ვენად იქცა, შეყვარებული კი – მეუღლედ… თქვენ წარმოიდგინეთ, შვილიც კი ჰყავს! როგორ გაუმკლავდება ამ მოულოდნელ “სურპრიზს”? თავად ნახეთ…



9. “ოჯახის ქვა” / “The Family Stone” (2005)
საქმიანი, წარმატებული და კონსერვატული შეხედულებების მქონე სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟი გადაწყვეტს, შობა შეყვარებულის ოჯახთან ერთად აღნიშნოს. თუმცა, მალევე მიხვდება, რომ თავისუფალ, მხიარულ, უკომპლექსო და ძალიან უბრალო ოჯახში მოხვდა და თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი… ხმელეთზე.



10. “ამ შობას” / “This Christmas” (2007)
უიტფილდების ოჯახს ოთხი წელია, შობა ერთად არ აღუნიშნავს. ახლა კი დადგა დრო, ოჯახი გაერთიანდეს…



11. “სანტა კლაუსი” / “The Santa Clause” (1994)
როცა შემთხვევით ნამდვილი სანტა კლაუსი შემოაკვდება, ტიმ ალენის პერსონაჟი იძულებულია, თოვლის ბაბუის როლი თავად შეითავსოს…



12. “შობის გადატანა” / “Surviving Christmas” (2004)
მარტოხელა, მარტოსული მილიონერი მზადაა, ნებისმიერ ოჯახს გადაუხადოს ფული იმისათვის, რომ შობა მასთან ერთად გაატარონ… მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს.





დაინტერესდა 3599 ადამიანი


   
filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 kartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, რომელსაც ობობას შესაძლებლობები აქვს, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება