ბრედ პიტი ახალი თრილერის პროდუსერი იქნება 





მაშინ, როცა დენიელ უილსონის ნოველის “რობოპოკალიფსის” ეკრანიზაციის რეჟისორად სტივენ სპილბერგს მოიაზრებდნენ, გაიჟღერა ინფორმაციამ, მწერლის კიდევ ერთ ადაპტაციას სათავეში ბრედ პიტი ჩაუდგება. Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, Lionsgate-მა პიტი ახალი თრილერის პროდუსერად დანიშნა. სურათს სახელად “ალფა” ერქმევა და, ბრედთან ერთად, პროდუსერებად დედ გარდნერი და ჯერემი კლაინერი მოგვევლინებიან. სცენარს, როგორც მოსალოდნელიც იყო, უილსონი დაწერს. რეჟისორობას კი დებიუტანტი ენთონი სკოტ ბერნსი შეითავსებს. როგორც ყველანი ვხედავთ, პიტმა უკვე კარგად მოირგო პროდუსერის ამპლუა და ოსკაროსანი “მონობის 12 წელიწადით” არ კმაყოფილდება. შეგახსენებთ, რომ მის ნამუშევართა სიაშია “მსოფლიო ომი Z”, “კუდიანები” და “სელმა”, რომელსაც წლევანდელი ოსკარის კანდიდატად მოიაზრებენ. მსახიობს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის ამჟამად მეუღლესთან ერთად მუშაობს ფილმზე “ზღვის პირას”, რომელიც 2015 წელს წარსდგება მაყურებლის წინაშე.





დაინტერესდა 1759 ადამიანი


   
filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 kartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, რომელსაც ობობას შესაძლებლობები აქვს, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება