წელი: 2017
კატეგორია: ანიმაცია, სერიალები, ქართული
ნანახია: 4705
მოკლე აღწერა
მოკოლენდი პატარა დაბაა სადაც ლოკომოკო, ბაკა, ბაბი, ჩიდო, პაბლო და ანიტა ცხოვრობენ. მათი თანაცხოვრება სავსეა მხიარულებით, პოზიტივით და საინტერესო თავგადასავლებით.
წელი: 2016
კატეგორია: დრამა, საოჯახო, სერიალები, მელოდრამა, ქართული
ნანახია: 14743
მოკლე აღწერა
რუსთავი 2 და ფორმულა კრეატივი წარმოგიდგენთ კომედიური ჟანრის სერიალს ”ჩემი ცოლის დაქალები”. ნინა, თინა და კატო ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამივეს ცხოვრება სხვადასხვანაირად წარიმართა და განსხვავებული შეხედულებები აქვთ, 31 წლის ასაკშიც აგრძელებენ მეგობრობას და საერთო პრობლემებითა თუ სიხარულით ცხოვრებას.RNRNსერიალში წამოწეულია ყველასათვის კარგად ნაცნობი და აქტუალური თემები: რძალ-დედამთილის, დედა-შვილის, სხვადასხვაგვარად განვითარებული კლასელების, ყოფილი მეორე ნახევრების, მეზობლების, ბავშვებისა და დიდების რთული, ხან სასაცილო, ხან კი კონფლიქტური ურთიერთობები
წელი: 2014
კატეგორია: საოჯახო, კომედია, საახალწლო, ქართული
ნანახია: 22396
მოკლე აღწერა
ცელქი და-ძმის სრულიად ახალი და საინტერესო თავგადასავალი გრძელდება.
წელი: 2015
კატეგორია: დრამა, ქართული
ნანახია: 5428
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც პესიმისტურად არის განწყობილი მისი ცხოვრების მიმართ, მაგრამ მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება ულამაზესი გოგო, ნინი, იგი ამ გოგოს გამო რადიკალურად შეცვლის ცხოვრების წესს...
წელი: 2014
კატეგორია: დოკუმენტური, ისტორიული, ქართული
ნანახია: 10719
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ.
წელი: 2014
კატეგორია: კომედია, ქართული
ნანახია: 21844
მოკლე აღწერა
თეატრის მსახიობი ბაკური, შეყვარებულის კონცერტზე დასაპატიჟებული ფულის მოსაგროვებლად, გადაწყვეტს ერთი კვირით წაიტაქსაოს. ასე იწყება შეხვედრები უამრავ, უცნობ ადამიანთან თბილისის ქუჩებში.
წელი: 2014
კატეგორია: საოჯახო, თრილერი, კომედია, ქართული
ნანახია: 14035
მოკლე აღწერა
კომედი არხის სცენარისტთა ჯგუფი ახალ ქართულ ფილმზე მუშაობს, რომელშიც საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მსახიობები მონაწილეობენ. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფილმის ერთ–ერთი საუნდტრეკი გავრცელდა, რომელსაც თავად მოქმედი გმირები ასრულებენ. ფილმში მონაწილეობენ, როგორც მოქმედი მსახიობები, ასევე კომედი შოუს კარგად ნაცნობი პერსონაჟები. ტრეილერის გამოსვლას მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია–ზოგი თვლის, რომ ეს ფილმიც ისეთივე სისულელე იქნება, როგორც სხვა დანარჩენი, ნაწილი კი 5 ნახვით შეყვარებაზე–ზე საკმაოდ დიდ ომედებს ამყარებს.
წელი: 2013
კატეგორია: სათავგადასავლო, თრილერი, ქართული
ნანახია: 11180
მოკლე აღწერა
ბიზნესმენის, მეცენატის, პოეტის და მომავალი მეფის, მირიან ბარათეონის პოემის მიხედვით იღებენ ფილმს - "არმაზის დაბრუნება". ფილმში ერთ-ერთ მთავარ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს 33 წლის ივენთ-მენეჯერი ეკატერინე კირვალიძე, რომლის მეორე ქმარიც, ბიზნესმენი დიტო შარაშენიძე დაპირისპირებულია მირიან ბარათეონთან და ცდილობს ხელი შეუშალოს მას იდეის განხორციელებაში
წელი: 2013
კატეგორია: დრამა, მძაფრ–სიუჟეტიანი, ქართული
ნანახია: 113899
მოკლე აღწერა
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა
წელი: 2013
კატეგორია: კომედია, ქართული
ნანახია: 85481
მოკლე აღწერა
12 დეკემბრიდან,კინოთეატრებში ნახეთ ,"კომედი შოუს" და "კომედი არხის" ფილმი-"Mr. ძიძა".
წელი: 2010
კატეგორია: ბოევიკი, დრამა, საომარი, ქართული
ნანახია: 11450
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შესახებ. ფილმში დანახულია მოვლენები ამერიკელი ჟურნალისტის, მისი ოპერატორის და ქართველი მოქალაქეების თვალით, რომლებიც მოხვდნენ დიდი გაუგებრობაში და ტყვიების ცვენაში.
წელი: 2013
კატეგორია: დრამა, ფანტასტიკა, სათავგადასავლო, თრილერი, კრიმინალური, მისტიური, ქართული
ნანახია: 10482
მოკლე აღწერა
რეჟისორობა სულ უნდოდა. თუმცა ექიმი და ფსიქოლოგი გამოვიდა. ამერიკაში დიპლომატია-კომუნიკაციებზე, მოგვიანებით ლონდონში კი, სარეჟისოროზე სწავლობდა. პრაქტიკაც იქ მიიღო. იღებდა მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებს. სიუჟეტურად ყველაფერი პროფესორის, დავით ბერიძის გარშემო ვითარდება, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ბიოენერგეტიკულ წყაროს იკვლევს. თემას სკეპტიკურად უდგება, მაგრამ მის ცხოვრებაში ჩნდება შუამავალი, რომელიც ინვესტიციებს განკარგავს და ამ პროექტის დაფინანსებას სთავაზობს…
წელი: 2011
კატეგორია: სათავგადასავლო, საოჯახო, ქართული
ნანახია: 10798
მოკლე აღწერა
ფილმი და–ძმის,ანოსა და ვანოს საზაფხულო თავგადასავალს მოგვითხრობს. დასაწყისში ირკვევა,რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი ყველა დროის მსოფლიოს ხალხების ზღაპრების წიგნი გაუჩინარდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველა ზღაპრის წიგნიდან ქრება ნახატები,ნაწერები და ჩნდება ცალთვალა ბოროტი პერსონაჟის პორტრეტი.
წელი: 1961
კატეგორია: კომედია, ქართული
ნანახია: 11112
მოკლე აღწერა
ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.
წელი: 2009
კატეგორია: კომედია, ქართული
ნანახია: 17976
მოკლე აღწერა
ფილმი-ანეკდოტი სვანებზე... რეჟისორები გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ ორიგინალური სახელწოდებით - მაიტა ნასოსი. გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. მაიტა ნასოსის გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა. მასში ცნობილ მსახიობებთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და გურამ ფირცხალავასთან ერთად დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ.
წელი: 1979
კატეგორია: კომედია, ქართული
ნანახია: 6963
მოკლე აღწერა
ფილმი მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის იმერული სოფლის ყოფას ასახავს. სიუჟეტი ნოველებისა და მინიატურებსგან შედგება, რომლებსაც ფილმის მთავარი გმირი მარიამი აერთიანებს. მარიამმა შრომაში განვლო წუთისოფელი, შვილები და შვილიშვილები დაზარდა, მშობლიური კერა შეინარჩუნა.
წელი: 1977
კატეგორია: კომედია, ქართული
ნანახია: 8864
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს ქართველი და სლოვაკი მევენახეეთა საქმიან მეგობრობაზე. ამ მეგობრების ფონზე ვითარდება ფილმის მთავარი სიუჟეტური ხაზი სლოვაკი ქალიშვილის დარინესა და ქართველი ჭაბუკის ზაურის სიყვარული...
წელი: 1962
კატეგორია: კომედია, მელოდრამა, ქართული
ნანახია: 9579
მოკლე აღწერა
ობოლი გურული ბიჭის, ზურიკელა ვაშალომიძის ცხოვრება ოლღა ბებიასა და ერთი შეხედვით ახირებული მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში მიედინება. ომისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ეს ადამიანები ცხოვრებას იუმორით უყურებენ, ილიკო და ილარიონი დაუსრულებლად პაექრობენ და აქილიკებენ ერთმანეთს, თუმცა განუყრელი მეგობრები არიან. ამ დროს იწერება ზურიკელას პირველი ლექსები, პირველი სასიყვარულო ბარათი... გაივლის ომის მძიმე წლები. ზურიკელა ქალაქში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს და სოფელს დაუბრუნდება.
წელი: 1978
კატეგორია: სერიალები, ქართული
ნანახია: 133267
მოკლე აღწერა
ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის კინოვერსია. საქართველო, რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდი, XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი. მთავარი გმირი დათა თუთაშხია კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს – ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.
წელი: 1964
კატეგორია: საომარი, ქართული
ნანახია: 10041
მოკლე აღწერა
კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს.