Gia / ჯია (ქართულად)
1998
Gia / ჯია (ქართულად)
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მსოფლი ცნობილი სუპერ–მოდელის ისტორია სახელად ჯია მარი კარანჯი. 70–ნი წლების ბოლოს ამ ქალს მსოფლიო პოდიუმის დედოფალს უწოდებდნენ. მანამდე კი ის ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა კაფეში ქალაქის გარეუბანში.
When in Rome / ერთხელ რომში (ქართულად)
წარმატებული, მაგრამ უიმედოდ მარტოხელა გოგონა – ხელოვნებათმცოდნე ბეტი მიემგზავრება რომში თავისი უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში ის ხედავს იშვიათ და ამის გამო ძვირფასს მონეტებს. ბეტი იღებს მონეტებს და ხდება რამოდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი... ესენი არიან მამაკაცები, რომლებმაც ჩააგდეს ეს მონეტები შადრევანში, ახლა მასზე შეყვარებულები არიან...
Love the Hard Way / სიყვარულის სიმწარე (ქართულად)
ისინი არ უხდებიან ერთმანეთს: ჯეკი – წვრილიმანი თაღლითია, რომელიც ფულს შოულობს მდიდარ ოტელებში ძარცვით. კლერი – ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დამატებითი შემოსავლისთვის კინოთეატრში მუშაობს . მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ჯეკი თან გაიყოლებს კლერს უძირო უფსკრულში...
The Last of the Mohicans / უკანასკნელი მოჰიკანი (ქართულად)
XVIII საუკუნის ველური დასავლეთი. ადამიანები თავისუფლები და ბუნებასთან ახლოს არიან. მათ არ იციან სულელური კანონები და არ ცნობენ სოციალურ ბარიერებს. "მიმინოს თვალი" - თეთრი მონადირეა, რომელიც წითელკანიანმა გაზარდა. მას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ინგლისელების და ფრანგების ომში - ამერიკული ჩრდილოეთისთვის.
Coyote Ugly / ბარი «საძაგელი კოიოტი» (ქართულად)
ვაიოლეტმა მთელი ცხოვრება გაატარა გარეუბანში და ოცნებობდა მომღერალი გამხდარიყო. მაგრამ მას არასოდეს ტოვებდა განათებულ სცენაზე და ხმაურიანი მაყურებლის წინაშე გამოსვლის შიში . საბოლოოდ ოცნებამ ის ნიუ-იორკში მიიყვანა, სადაც ვაიოლეტმა მიმტანად დაიწყო მუშაობა ცნობილ ბარში "საძაგელი კოიოტი". აქ კი სიტუაციას მართავენ მხოლოდ ლამაზები და გამბედავები....
The Constant Gardener / ერთგული მებაღე (ქართულად)
ჩრდილოეთ კენიაში ტეს კვეილის ცხედარი იპოვეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საზოგადოებაში იყო. მისი კომპანიონი - ექიმი, უკვალოდ გაქრა. ადგილზე ნაპოვნი სამხილები მიუთითებს, რომ მკვლელობა სექსუალურ ნიადაგზეა ჩადენილი.
The Reader / მკითხველი (ქართულად)
ფილმის მოქმედება სამ ამბავზეა დაფუძნებული, ყოველი მათგანი მოხუცებული მიხაელ ბერგის მეხსიერებაში ცოცხლობს. პირველი ნაწილი 1950-ან წლებში ომის შემდეგ გერმანიაში ვითარდება, პროვინციურ ქალაქში, რომლის დასახელებაც არ არის ნახსენები(სავარაუდოდ ჰეიდელბერგში). მეორე ნაწილში –10 წლის შემდეგ – ამბავი ბერლინში ხდება, სადაც მიხაელი იურისპრუდენციას სწავლობდა.
A Walk To Remember / დაუვიწყარი გასეირნება (ქართულად)
ლენდონი სკოლაშიყველაზე პოპულარული ბიჭია. ის მთელი სკოლის გოგონების კუმირია. გამოირჩევა თავისი გარეგნობით და "ცუდი" რეპუტაციით. ის ყველას სასტიკად ეპყრობა, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ბიჭი იძულებული ხდება სკოლის სპექტაკლში მიიღოს მონაწილეობა. ამისათვის მას სჭირდება რეპეტიტორი, მისი არჩევანი კი მის სკოლელ ფრიადოსან ჯეიმიზე დგება. გოგონა სკოლაშიი ძალიან არაპოპულარულია, არ ჰყავს მეგობრები, მთელ დღეს მარტო ატარებს და კათოლიკურ ეკლესიაში გალობს. მას ლენდონი და მისი წრე დაბალი დონი ადამიანად თვლიან და უკვე რამდენი წელია რაც მას დასცინიან. გოგონას ტავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ის ჩაფლულია თავის ოცნებებში. გოგონა თანხმდება დაეხმაროს ლენდონს, რადგან თვლის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს მეორე შანსი. მან მხოლოდ ერთი პირობა წაუყენა ბიჭს. "ლენდონს იგი არ უნდა შეუყვარდეს". ცინიკური ლენდონი მარტივად თანხმდება ამ შემოთავაზებას, მაგრამ რა თქმა უნდა მას მალე უჩნდება გრძნობები გოგონას მიმართ, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათ წინ დიდი განსაცდელი ელოდებათ...
Hamlet / ჰამლეტი (ქართულად)
იტალიელი რეჟისორი, უილიამ შექსპირის პიესების ეკრანიზაციის შეუდარებელი ოსტატი და "ოსკარზე" ორი ნომინაციის მფლობელი ფრანკო ძეფირელი წარმოგვიდგენს უკვდავი "ჰამლეტის" მისეულ ვერსიას...
Jane Eyre / ჯეინ ეირი (ქართულად)
უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი, ობოლი ჯეინ ეირი იწყებს მუშაობას ტორნფილდში, ედვარდ როჩესტერის მამულში.ბატონი ხშირად მოგზაურობს და მისი არყოფნის დროს ჯეინმა უნდა იზრუნოს არისტოკრატ მოზარდზე, რომელსაც ედვარდი ზრდის. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება და იწყება რომანტიული ისტორია.
The Young Victoria / ახალგაზრდა ვიქტორია (ქართულად)
დედოფალი ვიქტორიას მართველობის პირველი წლების და მისი ხანგრძლივი რომანის პრინც ალბერტთან ისტორიის ეკრანიზაცია.
Мемуары гейши / Memoirs of a Geisha / გეიშას მემუარები (ქართულად)
პატარა მშვენიერი გოგონა ღარიბი იაპონელების ოჯახიდან გეიშების სახლში ხვდება.წლების გავლით პატარა საყვარელი გოგონა ლამაზი ახალგაზრდა ქალი ხდება და ამ პროფესიის ყველა საიდუმლოს შეისწავლის.ყველაზე გავლენიანი მამაკაცები ცნობილი გეიშას სახელად საიურის, რომელმაც თავის ხელოვნებაში სრულყოფლებას მიაღწია, სილამაზის ტყვეები ხდებიან. მაგრამ საიურის გულში ცალხმრივი სიყვარული ცხოვრობს...
In the Land of Women / ქალთა ქვეყანაში (ქართულად)
შეყვარებულთან ხმაურიანი განხეთქილების შემდეგ, ახალგაზრდა რომანტიკოსი დეტროიტის გარეუბანში გადადის პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად და ავადმყოფი ბებიის მოსავლელად. ბებიასთან მეზობლად შესახედავად სასიამოვნო ქალი ცხოვრობს, რომელსაც ორი ქალიშვილი ყავს და რომელიც მათთა სტუმრად ხშირად მოდის...
Atonement / მონანიება (ქართულად)
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.
Zack and Miri Make a Porno / ზაკი და მირი პორნოს იღებენ (ქართულად)
ორი საუკეთესო მეგობარი ზაკი და მირი ფულის შოვნის მიზნით პორნოგრაფიული ფილმის გადაღება დაიწყეს. გადაღებების დროს ისინი მიხვდებიან რომ ერთმანეთის მიმართ უფრო დიდი გრძნობა აქვთ ვიდრე თავიდან ეგონათ..
Sing si lip yan / ქალაქელი მონადირე (ქართულად)
ჯეკი ჩანის გმირი - პლეიბოია, ნახევრად-გამომძიებელი და მთლიანობაში მექალთანე. მას მიმართავს გაზეთის მაგნატი იმამურა, რომელსაც შვილი გაუქრა. ჯეკი შეიპარება მდიდრულ გემზე, სადაც ბანდას საცოდავი მსხვერპლი ყავს დამ,წყვდეული. მისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთი ხერხით, ჯეკი შეძლებს მოგზაურობა საკმაოდ გაუფუჭოს ამ არამზადებს და გაანთავისუფლოს ყველაზე მშვენიერი ქალი..
Just Like Heaven / ცას და მიწას შორის (ქართულად)
სან-ფრანცისკოში ჩასახლებული ახალ არენდირებულ ბინაში დევიდი მის მოწყობას დაიწყებს და სრულიათ მოულოდნელად თავის ახალ საცხოვრებელში სმიმზიდველ ქალბატონს შეხვდება სახელად ელიზაბეტი, რომელიც არწმუნებს მას,რომ ეს მისი სახლია. როდესაც დევიდი უკვე ფიქრობს, რომ რაღაც გაუგებრობაა მომხდარი, ელიზაბეტი ისევე მოულოდნელად ქრება, როგორც გაჩნდა.