Kirsten Dunst / კირსტენ დანსტი 
Kirsten Dunst / კირსტენ დანსტი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი კირსტენ დანსტი (Kirsten Caroline Dunst)
დაბადების თარიღი 30 აპრილი 1982
დაბადების ადგილი პოინტ პლეზენტი ნიუ ჯერსი აშშ
სიმაღლე 1.68 მ
მეუღლე უცნობია
პირველი ფილმი 1983
აღწერა
კირსტენ დანსტი დაიბადა 30 აპრილს 1982 წელს წყნარ გამწვანებულ ქალაქში პოინტ–პლეზანტში, ნიუ–ჯერსის შტატში, აშშ. კირსტენის მამა – გერმანელი ექიმია კლაუს დანსტი, დედა კი – შვედი იენს დანსტი, რომელიც ოდესღაც სამხატვრო გალერეის მფლობელი იყო. კირსტენი აღმოჩნდა შოუ–ბიზნესის სამყაროში ძალიან ადრეულ ასაკში, სამი წლის ასაკში ის უკვე რამოდენიმე ტელეპროგრამაში მონაწილეობდა. ყოველ წელს სხვადასხვა ტელეშოუს პროდიუსერები და სარეკლამო კამპანიების პრომოუთერები უფრო და უფრო აქტიურად პატიჟებდნენ გოგონას მხიარული და უკომპლექსო ხასიათით, და ბოლოს და ბოლოს მას ყურადღება მიაქცია თვით ვუდი ალენმა, მან თავისი ნოველას პატარა ეპიზოდში ჩართო უცოლო მამაკაცზე, რომელიც 50 წლის ასაკშიც დედის გავლენის ქვეშაა. 1989 წლის გადაღებების მერე კირსტენის ოჯახი ლოს–ანჯელესში გადავიდა, სადაც მის ნიჭს შანსი მოეცა. ძალიან დარწმუნებულ ნაბიჯად წამოწყებულ კინოკარიერაში გახდა როლი გოტიკურ ფანტაზიაში 'Interview with the Vampire' , თან, ეს როლი კირსტენმა ბოლო მომენტში კრისტიან რიჩის წაართვა. გადასაღებ მოედანზე კირსტენი შეხვდა იმ მომენტისთვის უკვე პოპულარულ ბრედ პიტს და ტომ კრუზს, და მათთან სამუშაო კირსტენისთვის დიდი სიამოვნება იყო. ფილმის პრემიერის შემდეგ, ჟურნალმა People ჩართო ის '1995 წლის ადამიენების' სიაში, ის კი მხოლოდ 13 წლის იყო. პატარა გოგონა კლაუდიას როლმა, რომელიც არ ბერდება და ვამპირადაა გადაქცეული, ნილ ჯორდანის ეპიურ ისტორიაში სიყვარულზე, ღალატზე და მარტოობაზე კირსტენს პრემია 'სატურნი' მოუტაა სამეცნიერო ფანტასტიკის აკადემიისგან, ფენტეზისგან და საშნელებათა ფილმებისგან, ასევე დააჯილდოვეს MTV Movie Awards–ის პრემიით და 'ოქროს გლობუსით'
შემდეგ კი რომოდენიმე არანაკლებად წარმატებული ფილმი იყო გადაღებული მისი მონაწილეობით. ჯილიან არმსტრონგის მელოდრამაში 'პატარა ქალები' უაინა რაიდერთან და სიუზან სარანდონთან ერთად კრის ვან ალსბურგის საბავშო წიგნში 'ჯუმანჯი', სადა კირსეტნი რობინ უილიამსის იუმორის გრძნობით ტკბებოდა, სერიალი 'სასწრაფოს' რამოდენიმე სერიაში – მისი სიუჟეტის პარტნიორი იყო ექიმი დაგ როსი ჯორჯ კლუნის შესრულებით. თუმცა დრამატიულ, სერიოზულ როლებეს კირსტენი თავის მხიარულ, ბავშვურ და სასაცილო ხასიათს ურევდა. ასე რომ 'სასწრაფოს' პავილიონებიდან, კირსტენმა იჩქარა სტუდია Fox დუბლირების სტუდიაში, სადაც თავისი ხმა აჩუქა მულტფილმის 'ანასტასიას' მთავარ გმირს, როდესაც რუსი მეფეს ნიკოლაი მე2 ქალიშვილი გაახმოვანა.
1997 წელი. ბარი ლევინსონი იღებს გახმაურებულ პოლიტიკურ სატირას 'Wag the Dog' დასტინ ხოფმანის და რობერტ დენიროს მონაწილეობით. კირსტენი კი გახდა ის დაუვიწყარი ალბანელი ლტოლვილი ცრუ–რეპორტაჟიდან ბალკანეთის ომზე. ამ ფილმიდან ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯო დანტეს საოჯახო სათავგადასავლო ექშენის Small Soldiers გადაღებებზე გადაინაცვლა გაცოცხლებულ სათამაშოებზე. და ასე ნელნელა, კირსტენი იზრდებოდა და მასთან ერთად მისი პოპულარობაც, ეკრანებზე ის არა მარტო თანატოლებმა შეამჩნიეს.
მან შეასრულა ლიუქსის როლი – უფროსი დის, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სოფი კოპოლას დებიუში 'The Virgin Suicides'. თან, ამავე 1999 წელს დანსტს შეეძლო არანაკლებ ეკზისტენციალურ ფილმში გამოჩენა – 'სილამაზე ამერიკულად', თუმცა არჩია კოპოლას ფილმზე შეჩერებულიყო.
კირსტენი ჰოლივუდში მუშაობასთან პარალეურად სწავლას განაგრძობდა, და 'The Virgin Suicides' შემდეგ კერძო კათოლიკური სკოლა ნოტრ–დამი დაამთავრა ლოს–ანჯელესში. ამის შემდეგ მან დედასთან ერთად საკუთარი კომპანია დააწესა Wooden Spoon Productions. რა თქმა უნდა ეს საკმაოდ მაქსიმალისტური ნაბიჯია. შესაძლოა კირსტენი ოცნებობდა, რომ მის ხელში რაღაც გენიალური სცენარი ჩავარდება, და კომპანია პროდიუსირებას გაუწევს სურათის წარმოებას მის საფუძველზე.
რეჟისორმა კემერონ კროუმ კირსტენის გადაღება თავის ნოსტალგიურ როკ–ფილმში 'Almost Famous' სცადა, და ის ძალიან მოეწონა კროუს, თუმცა, კეით ხადსონს უფრო დარწმუნებულად გამოუვიდა თამაში ცდის სინჯების დროს. მაგრამ კროუს არ დაავიწყდება კირსტენი და შეხვდება მას მელოდრამის 'ელიზაბეტტაუნის' გადასაღებ მოედანზე. თან, ცოტა ხანში კირსტენი ვალს დაუბრუნებს ქეითს, როდესაც გაუსწრებს მას ქასთინგში მთავარი გმირის –ადამიანი ობობას მეგობარი გოგონას როლზე.
პიტერ ბოგდანოვიჩის დეტექტივში 'სიკვდილი ჰოლივუდში' კირსტენი შეასრულებს მუნჯი კინოს მსახიობის მერიონ დიასის როლს. მაგრამ მაყურებელს ეს ფილმი ნაკლებად დააინტერესებს, რისი თქმაც არ შეიძლება სხვა პროექტზე კირსტენის მონაწილეობით – მელოდრამაზე 'მონა ლიზას ღიმილი'.


Kirsten Dunst / კირსტენ დანსტიKirsten Dunst / კირსტენ დანსტიKirsten Dunst / კირსტენ დანსტიKirsten Dunst / კირსტენ დანსტი
კირსტენ დანსტი დაიბადა 30 აპრილს 1982 წელს წყნარ გამწვანებულ ქალაქში პოინტ–პლეზანტში, ნიუ–ჯერსის შტატში, აშშ. კირსტენის მამა – გერმანელი ექიმია კლაუს დანსტი, დედა კი – შვედი იენს დანსტი, რომ