Liv Tyler / ლივ ტაილერი 
Liv Tyler / ლივ ტაილერი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი ლივ ტაილერი (Liv Tyler)
დაბადების თარიღი 01 ივლისი 1977
დაბადების ადგილი ნიუ იორკი აშშ
სიმაღლე 1.78 მ
მეუღლე როისტონ ლენგდონი (განქორწინება)
პირველი ფილმი 1986
აღწერა
ლივ ტაილერი დაიბადა 1 ივლისს 1977 წელს ნიუ–იორკში. მისი დაბადების სახელია ლივ რუნდგრენი. უკვე ფეხმძიმობის მერამოდენიმე თვეში დედამისი ცოლად გაყვა ტოდ რუნდგრენს, რომელმაც ის მიატოვა ერთ წელიწადში, თუმცა ლივმა იცოდა , რომ რუნდგრენი იყო მისი ნამდვილი მამა. ერთხელაც ის «Aerosmith» –ის კონცერტზე მოხდა, სადაც დას შეხვდა, რომელიც გავდა მას ორი წვეთი წყალივით. და დედამ მას გაუხსნა საიდუმლო, რომ მისი ნამდვილი მამა სტივ ტაილერია. ლივმა დაასკვნა, რომ ნამდვილი მშობლის გვარი მისთვის უფრო ახლოსაა და იმ დროდან ის ტაილერი გახდა.
14 წლის ასაკში ლივი უკვე ფოტომოდელად მუშაობდა და ოცნებობდა მსახიობობაზე, მითმეტეს, რომ გარეგნობა მის წარმატებულ კარიერას უწყობდა ხელს. მაღალი, მოხდენილი ლამაზმანი ცისფერი თვალების დამაინტრიგებელი გამოხედვით თითქმის დათვლილ საათებში გახდა პოპულარული ალისია სილვერსტოუნთან ერთად კლიპში «Crazy» გამოჩენის შერმდეგ.
ლივის კინოკარიერა ასეთივე სიჩქარით განვითარდა. ბერნარდო ბერტოლუჩიმ ის შემთხვევით გაიცნო და შეთავაზა როლი თავის ფილმში. 1996 წელს გამოვიდა "Stealing Beauty", რომელმაც წარმატებულად ჩაიარა კანის ფესტივალზე. შეგვიძია ვთქვათ, რომ მისი ნათლიმამა კინოში გახდა ზუსტად ეს რეჟისორი, ანუ ბერნარდო ბერტოლუჩი.
მომდევნო დიდ პროექტში ლივ ტაილერის მონაწილეობით "არმაგედონი" ლივის გმირის მამას ბრიუს უილისი ასრულებს. პირველად «Crazy»–ის შემდეგ ის კვლავ მუშაობდა მამასთან, რომელმაც ფილმის მთავარი ჰიტი იმღერა. "არმაგედონმა" ლივ ტაილერის წარმატება კიდევ ერთხელ და საბოლაოდ დაამტკიცა ჰოლივუდის ოლიმპზე. 1999 წელს მან მონაწილეობა მიიღო რობერტ ოლტმანის კომედიაში "კუკის მემკვიდრეობა" , სადაც მხიარული და თვისუფალი გოგონას როლი შეასრულა, რომელიც ავტომობილში ცხოვრობს. იმავე წელს ტაილერმა ტატიანა ლარინას როლი ითამაშა პუშკინის რომანის ეკრანიზაციაში. ახალზელანდიელმა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა მოიწვია ლივი ერთერთ მთავარ როლზე ახალი ათასწლეულის მეგაპროექტში "ბეჭედთა მბრძანებელი", რამაც გაზარდა მისი თაყვანისმვემლების რიცხვი მთელ მსოფლიოში.

   
12 წლის აანგი ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის ცეცხლის ხალხის წინააღმდე, filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალი, განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, იმ დროს, იმისათვის, მაგრამ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა.ერთ დღეს იგი წავა ტყეში გვამის საძებნელად თავის მეგობართან ერთად, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სიუჟეტის მიხედვით, ფილმები ქართულად, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება