Ben Affleck / ბენ აფლეკი 
Ben Affleck / ბენ აფლეკი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი ბენჯამენ გეზა აფლეკ–ბოლდტი (Benjamin Geza Affleck-Boldt)
დაბადების თარიღი 15 აგვისტო 1972
დაბადების ადგილი ბერქლეი კალიფორნია აშშ
სიმაღლე 1.91 მ
მეუღლე ჯენიფერ გარნერი
პირველი ფილმი 1975
აღწერა
ბენჯამინ გიზა აფლეკი (ან ეფლეკი) დაიბადა 15 აგვისტოს 1972 წელს ქ.ბერკლი, კალიფორნია, აშშ. მისი მამა – ტიმ აფლეკი, რომელიც ახალგაზრდობაში ასევე სცდილობდა მსახიობი გამხდარიყო მერე კი ხელი ჩაიქნია ამ ჩანაფიქრზე და მედიკოსად მუშაობდა, დედა კი – კრისტინი – პედაგოგად და ოცნებობდა შვილი მის კვალს გამოყოლილიყო.
როდესაც ბენი შვიდი წლის იყო, კრისტინმა ნაცნობობით მოაწყო ის პატარა როლზე ტელესერიალში, რომელის სახელწოდება იყო 'The Voyage of the Mimi' (1984). ამავე წელს აფლეკი მეტ დეიმონდს გაიცნობს, რომელიც მომავალში მისი საუკეთესო მეგობარი და კოლეგა გახდება. მოზარდულ ასაკში ბიჭებმა ერთად გადაწყვიტეს მსახიობობა, ერთად დადიოდნენ კინოსინჯებზე, ფილმების მასოვკებში მონაწილეობდნენ და წარმატებაზე ოცნებობდნენ, თუმცა უიმედოთ. თუმცა ერთხელაც მეგობრებმა ითამაშეს სურათში 'School Ties', დიდათ არ დაკმაყოფილდნენ ამ სამუშაოთი. მერე კი მათი გზები ცოტა ხნით გაიყარა – დეიმნონმა ჰარვარდში ჩააბარა, აფლეკმა კი, ვერმონტის უნივერსიტეტში, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა და ჰოლივუდში გაემგზავრა. თავიდან ბენს არც ისე უმართლებდა, თმცა, სურათის 'Mallrats' (1995) გადაღებებზე ის შემაჩნია რეჟისორმა კევინ სმიტმა და ერთერთ მთავარ როლზე დაპატიჟა თავის მომდევნო სურათში 'Chasing Amy', (1997). თუმცა ფილმმა საოცნებო წარმატება ბენს არ მოუტანა. ახალგაზრდა მსახიობს წარმატება ეწვია, როდესაც ის ბავშვობის მეგობართან გაერთიანდა. ბენმა და მეტ დეიმონმა გადაწყვიტეს, რომ თუ კი მათ როლებს არ სთავაზობენ, ისინი თავისთვის თვითონ შექმნიან მათ. ბიჭები დაჯდნენ და თვითნ დაწერეს სცენარი ფილმისთვის 'Good Will Hunting'(1997). პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც მეგობრემა სცენარის შესთავაზება დაიწყეს მსხვილი კინოკომპანიებისთვის – არცერთ პროდიუსერს არ სურდა ახალგაზრდა უცნობი მსახიობების აყვანა მთავარი როლების შესასრულებლად. თუმცა ცოტა ხანში სცენარით სტუდია Miramax დაინტერესდა, ფილმის რეჟისორად გას ვან სენტი იყო დანიშნული, რომელსაც აფლეკი ძმამ გააცნო – კეისიმ, ასევე ფილმში რობინ უილიამსმა მიიღო მონაწილეობა. კრიტიკოსები აღფრთვანებულები დარჩნენ ამ ფილმით და 'ოსკრაზე' იყო ნომინირებული რამოდენიმე კატეგორიაში. ბენისთვის და მეტისთვის კი, რომლებმაც საოცნებო 'ოსკარი' მიიღეს ნომინაციაში
საუკეთესო სცენარისთვის ბოლოს და ბოლოს გზა დიდ კინოში გაიხსნა. ბენის კარიერა წინ წავიდა, ასევე პირადი ცხოვრებაც. მალევე აფლეკმა გვინეტ პელტროუსთან წამოიწყო რომანი, რომელიც იმ დროს ბრედ პიტს უკვე დაშრდა. ყველას ეგონა, რომ საქმე უკვე ქორწილით დამთავდებოდა მოკლე დროში, თმცა, ერთობლივი გადაღებების შემდეგ 'Shakespeare in Love'(1998) შეყვარებულების შორის სიცივემ დაისადგურა. ბენი ამ ფილმის შემდეგ მალე დაშორდება პელტროუს. თუმცა პირად ცხოვრებაში პატარა წარუმატებლობის მიუხედავად, ბენის კარიერა წინ მიდიოდა. იმავე წელს ეკრანებზე გამოვიდა ბლოკმასტერი 'Armageddon'(1998), სადაც აფლეკის პარტნიორები ბრიუს უილისი და ლივ ტეილერი გახდნენ, შემდეგ კი არც ისე წარმატებული მელოდრამა იყო 'Forces of Nature'(1999) სანდრა ბალოკის მონაწილეობით. და ამავე წელს აფლეკი კვლავ შეუერთდა მეტ დეიმონს და რეჟისორს კევინ სმიტს წლის ერთერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფილმში 'Dogma'(1999). რა თქმა უნდა ბენს პოპულარობას დაუმატებს "2001 წლის ფილმი" პერლ ხარბორი, სადაც მან ერთერთი მთავარი როლი ითამაშა, თუმცა უამრავი მაყურებელის აზრითამ ფილმში აფლეკზე ბევრად უკეთესად ითამაშა ჯოშ ხარნეტმა, რომელმაც იმ დროისთვის არა ნაკლები ქალის გული დაიბყრო. ბენს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ წინააქვს ყველაფერი...

   
12 წლის აანგი ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის ცეცხლის ხალხის წინააღმდე, filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კა, რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება