Drew Barrymore / დრიუ ბერიმორი 
Drew Barrymore / დრიუ ბერიმორი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი დრიუ ბლაიზ ბერიმორი (Drew Blythe Barrymore)
დაბადების თარიღი 22 თებერვალი 1975
დაბადების ადგილი ლოს ანჯელესი კალიფორნია აშშ
სიმაღლე 1.63 მ
მეუღლე თომ გრინი (განქორწინება)
Tom Green (განქორწინება)
პირველი ფილმი 1977
აღწერა
დრიუ ბერიმორი დაიბადა 1975 წელს 22 თებერვალს ლოს–ანჟელესში, აშშ. ის თავის ოჯახში არ იყო პირველი, ვინც პოპულარობას მიაღწია კინემატოგრაფში: მისი ბაბუა ჯონ ბერიმორი მე–20 საუკუნის დასაწყისში მუნჯური კინოს ვარკვლავი იყო, მისი და–ძაც ასევე კარგად იყვნენ ცნობილები კინობიზნესში, და დრიუს მამამაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია ამ სარბიელზე. თუმცა ნამდვილი ცნობილება მას უამრავმა სკანდალმა მოუტანა, რომლებიც მისი სახელის ირგვლივ ირგვლივ მუდამ ტრილებდა: ის არაერთხელ დააპატიმრეს არაფხიზელ მდგომარეობაში ტარებისთვის, გამვლელებზე თავდასხმისთვის, ნარკოტიკებისთვისაც კი. ის სახლში ხშირად დაბრუნებულა მთვრალი და ცოლ–შვილს სცემდა, მიუხედავად გოგონას მცირე ასაკის: დრიუს მამისგან თთქმის დაბადებიდან ხვდებოდა. დრიუს კინოკარიერა თითქმის დაბადებიდან დაიწყო – როდესაც მომავალი ვარსკვლავი მხოლოდ ცხრა თვის იყო, ის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, უკვე ორი წლის ასაკშ კი მან თავის პირველ ფილმში ' Suddenly, Love' (1978) მიიღო მონაწილოება. ხუთი წლის შემდეგ დრიუს ფორტუნამ გაუღმა და ის დაპატიჟეს ერთერთ მთავარ როლზე სტივენ სპილბერგის ბავშვურ ფანტასტიურ ფილმში 'E.T. the Extra-Terrestrial' (1982). ამ ფილმმა დიდი წარმატება ნახა, პატარა დრიუ კი მთელ ამერიკას შეუყვარდა, მისი საყვარელი სახე ჟურნალების გარეყდებზე იყო აღბეჭდილი, ირგვლივ ჟურნალისტები ტრიალებდნენ და ხალხი კი რიგში დგებოდა იმისათვის, რომ პატარა სუპერვარსკვალვისგან ავტოგრაფი მიეღოთ. დრიუს დედასთან ერთად უამრავ წვეულებაზე პატიჟებდნენ. გოგონას მუდმივად ალკოფოლურ სასმელებს ალევინებდბებ და ძალიან მალე დრიუმ სერიოზულად დაიწყო დალევა. რამოდენიმე წელიწადში ის ნარკოტიკებს შეეჩვია, მთელ ღამეებს ღამის კლუბებში ატარებდა, და როდესაც მისი ვარსკვლავის პოპულარობამ ჩაქრობა დაიწყო და კინოსტუდიებისგან წინადადებები შემცირდა, დრიუ ნამდვილ დეპრესიაში ჩავარდა. მაშინ ის ხომ მხოლოდ 14 წლის იყო. ახალგაზრდა მსახიობი საავადმყოფოში მოხვდა – მან თვითმკვლელობა სცადა 1989 წელს. გამოსვლის შემდეგ დრიუ, როგორც თვითონ სთქვა ის თავიდან თავიდან დაიბადა და ახალი ცხოვრება დაიწყო. 1994 წელს დრიუ გათხოვდა, ის ლოს–ანჟელესის ერთერთი ბარის მეპატრონეს ჯერემი ტომას გაყვა ცოლად, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთს საკმაოდ დიდ ხანს იცნობდნენ, ქორწინებამ ორ თვეზე მეტი არ გასტანა.
დრიუ ბერიმორი დაიბადა 1975 წელს 22 თებერვალს ლოს–ანჟელესში, აშშ. ის თავის ოჯახში არ იყო პირველი, ვინც პოპულარობას მიაღწია კინემატოგრაფში: მისი ბაბუა ჯონ ბერიმორი მე–20 საუკუნის დასაწყისში მუ