Hugh Jackman / ჰიუ ჯეკმანი 
Hugh Jackman / ჰიუ ჯეკმანი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი ჰიუ მაიკლ ჯეკმანი (Hugh Michael Jackman)
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი 1968
დაბადების ადგილი სიდნეი,ახალი სამხრეთ უელსი
სიმაღლე 1.89 მ
მეუღლე დებორა–ლი ფერნესი
პირველი ფილმი 1975
აღწერა
ჰიუ ჯეკმანი დაიბადა 12 ოქტომბერს 1968 წელს ქალაქ სიდნეიში. ოჯახში ის მეხუთე და უმცროსი შვილი იყო. მისი მშობლები – კრის ჯეკმენი და გრეის უოთსონი ემიგრანტები არიან დიდი ბრიტანეთიდან. ავსტრალიაში ისინი გასული საუკუნის 30–წლებში გადავიდნენ. როდესაც ხიუ 8 წლის გახდა მისი მშობლები განქორწინდნენ, გრეისი ინგლისში დაბრუნდა, ბავშვები კი მამასთან ერთად დარჩნენ, რომელმაც მალევე მეორე ცოლი შეირთო. სკოლაში მომავალი მსახიობი კალათბურთით იყო დატავებული, ის გუნდის კაპიტანი იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ხიუმ სიდნეის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ბაკალავრის ხარისხი მიიღო კომუნიკაციის სფეროში.
თუმცა, სწავლის დამთავრების შემდეგ ის მიხვდა, რომ ჟურნალისტის პროფესია მას ნაკლებად აინტერესებს, და თეატრს მიუძღვნა თავი. 1991 წელს ის ერთწლიან თეატრალურ კურსებზე ჩაეწერება სიდნეიში სარაი–ხილზი ამერიკულ ცენტრში 'The Journey'.
1994 წელს სამწლიანი სწავლის შემდეგ შემოქმედებითი ხელოვნების დასავლეთავსტრალიის აკადემიაში (WAAPA), ჯეკმენი მალევე მიიღებს მონაწილეობას ავსტრალიური დრამა–სერიალის 'კორელიის' გადაღებებში. სერიალი მოგვითხრობს ქალი–ფსიქოლოგის სამუშაოზე მამაკაცთა ციხეში. ხიუმ ყველაზე რთული პაციენტის როლი შეასრულა – პატიმრის კევინ ჯონსის.
1996 წლის ივნისიდან 1997 წლამდე მსახიობი დაკავებული იყო მიუზიკლის 'სანსეტის ბულვარის' ავსტრალიურ დადგმაში და ჯო გილსის როლს ასრულებდა. ამ როლის შესრულებისთვის ჯეკმანმა ოტჯერ მიიღო პრემია მო 'წლის საუკეთესო მსახიობისთვის'(ეს 'ტონის' პრემიის ავსტრალიული ანალოგია') ასევე ჯეკმანმა გასტონის როლი შეასრულა მიუზიკლში 'Beauty and the Beast'.
1998 წლიდან ის სამეფო ნაციონალური თეატრის სცენაზე თამაშობდა ლონდონში რეჟისორ ტრევორ ნანის ხელმძვანელობის ქვეშ. კიორლი მაკლეინის როლის შესრულებისთვის მიუზიკლში 'ოკლაჰომა' ის ლოურენს ოლივიეს პრემიის ნომენანტი გახდა.
2001 წელს ჯეკმენმა მეგ რაიანთან ერთად რომანტიულ კომედიაში 'ქეიტი და ლეო' ითამაშა. მომხიბვლელი აზნაურის ლეოპოლდის როლისთვის ის ნომინირებული იყო 'ოქროს გლობსზე' 'კომედია/მიუზიკლის საუკეთესო მსახიობის' კატეგორიაში. 2004 წელს მიუზიკლში 'ბიჭი ოზის ქვეყნიდან' ბროდვეიზე ხიუ ჯეკმანმა შოუმენის პიტერ ალენის როლი ითამაშა. ამ როლის შესრულებისთვის მან თეატრალური პრემია 'ტონი' მიიღო 'მიუზიკლის საუკეთესო მსახიობის' კატეგორიაში.
2005 წელს ჯეკმანი თავის ბიზნეს პარტნიორთან ჯონ პალერმოსთან ერთად პროდიუსერული კომპანია 'Seed Productions' დააფუძნა. მათი სტუდიის პირველი პროექტი გახდა სერიალი 'ვივა ლაფლინი' (2007 ), რომელშიც ხიუმ ერთერთი მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა, 2009 წელს კი სტუდია გეგმავს სპინ–ოფის გამოშვებას 'ადამიანები იქსის წარმოშვება: როსომახა', რომლის გადაღებები 2007 წელს დაიწყო ავსტრალიაში.
2006 წელს ჯეკმანმა მონაწილეობა მიიღო ორი მულტფილმის გახმოვანებაში – ანიმაციურ კომედია–მიუზიკლის 'გაიქეცე', რომელმაც ამავე წელს 'ოსკარის' პრემია დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო მულტფილმმა, და პაროდია–მულთფილმის 'დატყდი!'.

   
filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 kartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, იმ დროს, იმისათვის, მაგრამ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რო, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა.ერთ დღეს იგი წავა ტყეში გვამის საძებნელად თავის მეგობართან ერთად, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელსაც ობობას შესაძლებლობები აქვს, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სიუჟეტის მიხედვით, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება