Chris Rock / ქრის როქი 
Chris Rock / ქრის როქი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი ქრისტოფერ იულიუსი როქი (Christopher Julius Rock III)
დაბადების თარიღი 07 თებერვალი 1965
დაბადების ადგილი ენდრიუსი,სამხრეტ კაროლინა,აშშ
სიმაღლე 1.80 მ
მეუღლე Malaak Compton
პირველი ფილმი 1975
აღწერა
ქრის როქი (ქრისტოფერ ჯულიუს როქი III) დაიბადა 1965 წლის 7 თებერვალს- ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, ტელე და კინოპროდიუსერი, რეჟისორი. 80-იან წლებში ქრის როქმა პატარა როლებით ისეთ ფილმებში როგორიცაა New Jack City и I’m Gonna Git You Sucka თანდათანობით მოიპოვა ცნობადობა როგორც კომედიურმა მსახიობმა. მისი თამაში ღამის კლუბებში (სტენდაპ კომედი) შეამჩნია ედი მერფიმ და დაეხმარა მას კარიერულ წინსვლაში. მისი დახმარებით ქრისი მოხვდა ფილმში „პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან 2“

შემდეგ 90-იანი წლების დასაწყისში ქრისმა ითამაშა უარავი კომედიური როლი. თუმცა ის თამაშობდა სხვა როლებსაც, მაგრამ მაყურებლისთვის ასოციირდებოდა თავისი პერსონაჟით Nat X.
1993 წელს როქი გაანთავისუფლეს SNL-დან. ამის შემდეგ მან მოსინჯა მოხვედრა ჰოლივუდში, მაგრამ ვერსად ვერ გაიარა ქასტინგი და ისევ მიუბრუნდა სტენდალ კომედის.

შოუმ Bring the Pain 1996 წელს ქრის მოუტანა წარმატება როგორც თავის ჟანრში საუკეთესოს. მის პოპულარობას დაემატა აგრეთვე 1996 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტატორის როლი Comedy Central-ში. ამის შემდეგ როქი უკვე ღებულობდა უამრავ როლს, რომლებმაც გახადეს ის ამერიკაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ კომიკოსად.

როლებთან ერთად ქრის აქვს აგრეთვე 3 კომედიური შოუ: Bring the Pain в 1996, Bigger and Blacker в 1999 და ყველაზე მთავარი Never Scared в 2004. აგრეთვე ქრის მიჰყავდა ტოკ-შოუ The Chris Rock Show , HBO არხზე.

მისმა სატელევიზიო ნამუშევრაბმა მოუტანეს მას ემმის 3 პრემია და აგრეთვე მისი თამაშისთვის და სცენარებისთვის 15 ნომინაცია. 2004 წელს როქი დასახელებულ იქნა Comedy Central-ში სტენდაპ კომედის ჟანრში მე-5 უდიდეს შემსრულებლად. ამ დროისთვის როქმა თავისი კომედიები ჩაწერა წიგნში Rock This და გამოსცა ორი დისკი (Bigger and Blacker и Born Suspect) .

90-იანი წლების შუა ხანებში როქმა მიიღო მთავარი როლებიც: დოგმა, ნინძა ბევერლი-ჰილზიდან, სასიკვდილო იარაღი 4, დაიკო ბეთი, უკან დედამიწაზე და Head of State.
2005 წელს ქრის მიჰყავდა 77-ე ოსკარის დაჯილდოება. როქი დაქორწინებულია მალააქ ქოპტონ-როქზე (Malaak Compton-Rock) 1996 წლიდან. ის არის StyleWorks-ის დამფუძნებელი და დირექტორი, კომპანიის რომელიც სთავაზობს უფასო მომსახურებას წარმატებულ ქალებს. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი ლოლა სომონე (დაიბადა 2002 წლის 28 ივნისს) და ზარა სავანნა (დაიბადა 2004 წლის 22 მაისს)

მსახიობი ტონი როქი- ქრისის უმცროსი ძმაა

   
12 წლის აანგი ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის ცეცხლის ხალხის წინააღმდე, filmebi kartulad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kung fu panda 3 qartulad, pilmebi kartulad, pilmebi qartulad, qartulad, the, ახალგაზრდა მამაკაცი, გადაწყვეტს რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კრიმინალს ებრძოლოს., განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, და, თუმცა, იმისათვის, იმისთვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, მას შემდეგ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, , რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კა, რო, როდესაც, რომ, რომე, რომელ, რომელიც, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, რომელმაც, საწოლის ქვემოთ, სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავ, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციურ, ყოველ კუთხეში

ყველა ტეგის ჩვენება