Owen Wilson / ოუენ უილსონი 
Owen Wilson / ოუენ უილსონი

კატეგორია მსახიობები
ნამდვილი სახელი ოუენ უილსონი (Owen Wilson)
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი 1968
დაბადების ადგილი დალლასი,ტეხასი აშშ
სიმაღლე 1.79 მ
მეუღლე უცნობია
პირველი ფილმი 1989
აღწერა
ოუენ კანინგემი, რომელიც საკუთარ თავს ძალინ კონფლიქტურ ადამიანად თვლის, დაიბადა 18 ნოემბერს 1968 წელს ტეხასის დალასში. მისი მამა რობერტ უილსონი მუშაობდა ადგილობრივ ტელესტუდიაზე. დედა, ლორა უილსონი, ფოტოსურათითაა დაკავებული. ოუენს ორი ძმა ყავს: უფროსი ენდიუ და უმცროსი ლიუკი. და ორივე მსახიობი გახდა!
ოუენი სწავლობდა ჯეფერსონის სკოლაში ოსტინში. შემდეგ ჩააბარა ნიუ–მექსიკოს სამხედრო აკადემიაში. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ბედისწერამ ის ოსტინის უნივერსიტეტში მიიყვანა, სადაც ის თავის მომავალ დამრიგებელს უეს ანდერსონს შეხვდა. მაგრამ თავიდან, რა თქმა უნდა, ისინი მეგობრები გახდნენ. 1994 წელს ოუენმა და უესმა ერთად დაწერეს სცენარი 'ბოთლი–რაკეტა' და გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მთავარი როლები ძმებმა უილსონებმა შეასრულეს. ოუენის და უესის მეგობრებმა – სცენარისტმა კიტ კარსონმა და პროდიუსერმა პოლი პლეტმა შეძლეს 'ბოთლი–რაკეტას' ჩვენება ცნობილი ჯეიმს ლ. ბრუქსისთვის, ბრუქსმა შეაფასა ახალგაზრდა ტალანტების ქმნილება და მისცა ხუთი მილიონი დოლარი იმისათვის, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან სრულმეტრაჟიანი გადაიღეს. მაგრამ, კრიტიკოსების მაღალი შეფასების მიუხედავად, ახალმა 'ბოთლმა–რაკეტამ', რომელიც ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა, მხოლოდ მილიონი დოლარი დააბრუნა...
თუმცა ბიჭებმა ფარხმალი არ დაყარეს. ძმები უილსონები და უეს ანდერსონი ლოს–ანჟელესში გადავიდნენ საცხოვრებლად და ერთ სახლში ჩასახლდნენ. ოუენი ძალიან მოხერხებულად აშენებდა თავის კარიერას. ის ძალიან ექსცენტრიული იყო 'ბოთლ–რაკეტაში' მოუსვენარი დიგანის როლში. ასეთი ექსცენტრიულობა ოუენმა გამოავლინა მომდევნო შესრულებულ როლებშიც.
ის აგრძელებდა ასევე სცენარების წერას. როგორც თანაავტორი ოუენი ანდერსონთან ერთად მუშაობდზე კომედიის სცენარზე 'რაშმორის აკადემია'(1998), 'ტენენბაუმის ოჯახი'(2001), მათში ის როგორც მსახიობიც მონაწილეობდა. ედი მიორფისთან ერთად მან ითამაშა სათავგადასავლო კომედიაში 'ყველა მოატყუო', ჯეკი ჩანთან ერთად ფილმ 'შანხაის შუადღის' გაგრძელებაში.

ოუენ კანინგემი, რომელიც საკუთარ თავს ძალინ კონფლიქტურ ადამიანად თვლის, დაიბადა 18 ნოემბერს 1968 წელს ტეხასის დალასში. მისი მამა რობერტ უილსონი მუშაობდა ადგილობრივ ტელესტუდიაზე. დედა, ლორა უი